პროგრამის შესაძლებლობები

Erasmus+ პროგრამა 2021-2027 წლების ფარგლებში არაასოცირებული (პარტნიორი) ქვეყნების ორგანიზაციებს სთავაზობს უამრავ ახალ შესაძლებლობას. პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში 2021-2027 წლებისათვის არის: ხარისხიანი განათლება, ინკლუზია და გენდერული თანასწორობა, მწვანე და ციფრული განვითარების მხარდაჭერა, მასწავლებლები და ტრენერები, უმაღლესი განათლება, გეოპოლიტიკური განზომილება.

Erasmus+ ასევე აგრძელებს ჟან მონეს (Jean Monnet) პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის კვლევების მიმართულებით სწავლებისა და კვლევის სფეროში საუკეთესო ხარისხის პოპულარიზაციას. Erasmus+ უფრო მწვანე, ციფრული და სოციალურად ინკლუზიურია ყველა ასაკისა და წარმომავლობის ადამიანისaთვის და ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას დემოკრატიულ ცხოვრების წესში. პროგრამაში მონაწილეობა დასაშვებია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისათვის.

ქართულ ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ Erasmus-ის პროგრამის სხვადასხვა აქტივობაში როგორც პარტნიორის, ასევე აპლიკანტის/კოორდინატორის სტატუსით.

KA1 - მობილობა

KA2. თანამშრომლობა ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს შორის

Jean Monnet აქტივობები

  • Jean Monnet modules – აპლიკანტი
  • Jean Monnet chairs – აპლიკანტი
  • Jean Monnet Centers of Excellence – აპლიკანტი/პარტნიორი
  • Jean Monnet Policy Debate - აპლიკანტი/პარტნიორი