ინსტიტუციური განვითარების პროექტები (ex-Tempus)

ინსტიტუციური განვითარების პროექტები აგრძელებენ ყოფილი Tempus-ის პროგრამის აქტივობებს, რომლებიც მიმართული იყო უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მხარდაჭერისკენ, უნივერსიტეტებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობისა და პრაქტიკის / გამოცდილების გაზიარებისკენ. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ინსტიტუციური განვითარების პროექტებში, რომლებიც მართული იქნება პროგრამის ქვეყნებისა და პარტნიორი (კანდიდატი ქვეყნები, არმოსავლეთ სამეზობლო, რუსეთი, პოტენციური კანდიდატი ქვეყნები, ლათინური ამერიკა, აზია, აფრიკა, კარიბიისა და წყნარი ოკეანეს ქვეყნები) ქვეყნებისაგან შემდგარი კონსორციუმების მიერ. პროგრამების სტრუქტურა შენარჩუნებულია :

ერთობლივი პროექტები :

ამ ტიპის პროექტები ხელს უწყობს პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებს რათა განაახლონ, განავითარონ და გაავრცელონ ახალი ტიპის კურიკულუმები, სასწავლო მეთოდები თუ მასალები, ამასთან ერთად გააუმჯობესონდ ხარისხის მართვა და შიდა საუნივერსიტეტო მმართველობის სტრუქტურა

სტრუქტურული ღონისძიებები :

სტრუქტურული ღონისძიებები - ეხმარება პარტნიორ ქვეყნებს განახორციელონ რეფორმები უმაღლესი განათლების სისტემაში, მათ შორის რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების, ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში და სხვა. ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში დაშვებული იქნება პერსონალისა და სტუდენტების მობილობა ევროპულ და პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის. ზემოთნახსენები რეგიონის წარმომადგენელ ქვეყნებს ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა მიეცემა Erasmus+ კონკურსის ფარგლებში.


ინსტიტუციური განვითარების პროექტების ჩამონათვალი:

ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტები სამი ძირითადი მიმართულებით განხორციელდება:

Strand 1 - ხელმისაწვდომობა უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობაზე - პროექტები ახალბედა და ნაკლებად გამოცდილი უმაღლესი სასწავლებლებისათვის. პროექტების ხანგრძლივობა 2-3 წელი, ბიუჯეტი 200 000 – 400 000 ევრო

Strand 2 - პარტნიორობა გარდაქმნისათვის - „ტრადიციული“ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტები გაძლიერებული აქცენტით დამსაქმებლებთან და ზოგადად ბიზნეს-სექტროთან თანამშრომლობაზე. პროექტების ხანგრძლივობა 2-3 წელი, ბიუჯეტი 400 000 – 800 000 ევრო

Strand 3 - სტრუქტურული რეფორმის პროექტები, რომელთა მიზანია უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობა ეროვნულ დონეზე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაწილეობა პროექტებში სავალდებულოა. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება სხვა სახელმწიფო უწყებების ჩართვაც. პროექტების ხანგრძლივობა 3-4 წელი, ბიუჯეტი 800 000 – 1 000 000 ევრო

ვიდეო 

პრეზენტაცია 

სწრაფი ბმულები

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროგრამის გზამკვლევის ბმულს

კონკურსის ვადები

2017 წელს დაფინანსებული CBHE პროექტების მართვის საბუთები 

2018 წელს დაფინანსებული CBHE პროექტების მართვის საბუთები 

2019 წელს დაფინანსებული CBHE პროექტების მართვის საბუთები 

2020 წელს დაფინანსებული CBHE პროექტების მართვის საბუთები

2020 წელს დაფინანასებული CBHE პროექტების მართვის რესურსები

Erasmus +

აღმასრულებელი სააგენტო

ეროვნული სააგენტოები

ეროვნული ოფისები

მონაწილეთა პორტალი (PIC)

დისტანციების კალკულატორი