Alliances for Innovation
ალიანსები ინოვაციებისათვის
ალიანსები ინოვაციებისათვის მიზნად ისახავს ევროპის ინოვაციური შესაძლებლობების გაძლიერებას უმაღლესი და პროფესიული განათლების სფეროებს შორის ინოვაციური თანამშრომლობის გაღრმავების გზით, მათ შორის სოციო-ეკონომიკური მიმართულებებისა და კვლევების კუთხით.
პროექტების განხორციელება შესაძლებელია ორი მიმართულებით (ორგანიზაცია შეიძლება მონაწილეობდეს რამოდენიმე განაცხადში):
ალიანსები განათლებისა და საწარმოებისთვის (Alliances for Education and Enterprises)
ალიანსები განათლებისა და საწარმოებისთვის წარმოადგენს ტრანსნაციონალურ, სტრუქტურირებულ და შედეგზე ორიენტირებულ პროექტებს, რომლებშიც პარტნიორები ემსახურებიან საერთო მიზნებს და მუშაობენ ინოვაციების, ახალი უნარების, ინიციატივების და სამეწარმეო აზროვნების გასაძლიერებლად.
პროექტების მიზანია ხელი შეუწყონ ინოვაციებს უმაღლეს განათლებაში, პროფესიულ განათლებაში, საწარმოებსა და ფართო სოციო-ეკონომიკურ გარემოში. მიმართულებები მოიცავს ისეთ სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, დემოგრაფიის საკითხები, დიგიტალიზაცია, ხელოვნური ინტელექტი, დასაქმების პრობლემები და სხვა.
ალიანსები დარგობრივი თანამშრომლობისათვის (Alliances for Sectoral Cooperation on Skills)
ეს პროექტები მიზნად ისახავს ახალი სტრატეგიული მიდგომებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას კონკრეტული უნარების განვითარების კუთხით - როგორც მოკლევადიან, ასევე საშუალოვადიან პერსპექტივაში - წინასწარ განსაზღვრულ ეკონომიკურ სექტორებში, ან იმ სფეროებში, რომლებიც განსაზღვრავენ ევროპული უნარების დღის წესრიგის (European Skills Agenda) ძირითად მიმართულებას, მდგრადი კონკურენტუნარიანობის, სოციალური სამართლიანობისა და გამძლეობისათვის
საქართველოდან პარტნიორის სტატუსით პროექტებში მონაწილეობა შესაძლებელია შემდეგი ტიპის ორგანიზაციებისათვის:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, პროფესიული განათლების მიმწოდებლები, მცირე, საშუალო ან მსხვილი საწარმოები (მათ შორის სოციალური საწარმოები), კვლევითი ინსტიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო ორგანიზაციები და სხვა.
გაიგე მეტი
Erasmus+ პროგრამის გზამკვლევი არის ინფორმაციის ძირითადი წყარო ამ სფეროს აქტივობების შესახებ. გზამკვლევი მოიცავს დეტალურ ინფორმაციას დაშვების/მონაწილეობის პირობების, პრიორიტეტების, კრიტერიუმების, დაფინანსების წესებისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.