პარტნიორობა თანამშრომლობისათვის
თანამშრომლობის მიზანია:
- მონაწილე ორგანიზაციებისა და ინტიტუტების მუშაობის, აქტივობებისა და პრაქტიკის ხარისხის ამაღლება და ახალი აქტორების ჩართვა;
- ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება ტრანსნაციონალური და სექტორებს შორისი მუშაობის მიმართულებით;
- საერთო საჭიროებებისა და პრიორიტეტებისაკენ სწრაფვა განათლების, მომზადების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში;
- ტრანსფორმაციისა და ცვლილებების მხარდაჭერა (ინდივიდუალურ, ორგანიზაციულ და სექტორულ დონეზე), რომელიც მიმართულია განვითარებასა და ახალი მიდგომების დანერგვაზე თითოეული ორგანიზაციის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება
- ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც დაფუძლებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყნებში შეუძლია განაცხადის გაკეთება. ორგანიზაციას განაცხადი შეაქვს პროექტში მონაწილე ყველა ორგანიზაციის სახელით.
პარტნიორობა თანამშრომლობისათვის ღიაა ნებისმიერი ორგანიზაციისათვის, რომელიც მოღვაწეობს განათლების, მომზადების ახალგაზრდობის, სპორტისა და სხვა სოციო-ეკონომიკურ სექტორში.
პარტნიორობა თანამშრომლობისათვის მოიცავს სულ მცირე სამ სხვადასხვა ორგანიზაციას სამი ევროკავშირის ან პროგრამასთან ასოცირებული მესამე ქვეყნიდან.
სხვა მონაწილე ორგანიზაციები
ნებისნიერ საჯარო ან კერძო ორგანიზაციას, რომელიც დაფუძლებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა ან პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყნებში ან მესამე ქვეყნებში, რომლებიც არ არიან ასოცირებული პროგრამასთან, შეუძლია მონაწილეობის მიღება პროექტში. თუმცა ორგანიზაციებს, რომლებიც არ არინ პროგრამასთან ასოცირებული ქვეყნიდან არ შეუძლიათ იყვნენ პროექტის კოორდინატორები, მათი მონაწილეობა მხოლოდ პარტნიორობით შემოიფარგლება და ამასთან ერთად მათი ჩართულობა პროექტს დამატებით ღირებულებას უნდა სძენდეს.
პროექტის ხანგრძლიობა: 12 დან 36 თვემდე.
დაფინანსების მოდელი: დაფინანსების მოდელი გრანტის ოდენობის მიხედვით სამ კატეგორიად იყოფა: 120 000 EUR, 250 000 EUR and 400 000 EUR. აპლიკანტმა უნდა აირჩიოს შესაბამისი კატეგორია პროექტის აქტივობებისა და მისაღწევი შედეგების გათვალისწინებით.
გაიგე მეტი
Erasmus+ პროგრამის გზამკვლევი წარმოადგენს ინფორმაციის ძირითად წყაროს ახალგაზრდობის სფეროს აქტივობების შესახებ. გზამკვლევი მოიცავს დეტალურ ინფორმაციას დაშვების/მონაწილეობის პირობების, პრიორიტეტების, კრიტერიუმების, დაფინანსების წესებისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.