ვირტუალური გაცვლები უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში
ვირტუალური გაცვლები - ახალგაზრდებს (13-30 წლის ასაკი) შორის ინტერკულტურული დიალოგისა და საკომუნიკაციო უნარების განვითარების ხელშეწყობი აქტივობები. ვირტუალური გაცვლები საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს მიიღონ მაღალი ხარისხის საერთაშორისო და კროს-კულტურული განათლება (ფორმალური და არაფორმალური) ფიზიკური მობილობის გარეშე.
აქტივობები იმართება პატარ ზომის ჯგუფებში და ყოველთვის სპეციალურად მომზადებული ფასილიტატორის ხელმძღვანელობით. ასეთი ღონისძიებების ინტეგრირება ახალგაზრდულ (არაფორმალური განათლება) პროექტებსა ან უმაღლესი განათლების პროგრამებში მარტივადაა შესაძლებელი.
აქტივობები შეიძლება მოიცავდეს:
- Online დისკუსიას სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შორის, როგორც ახალგაზრდული პროექტის ნაწილი. შესაძლოა აქტივობები მოიცავდეს როლური თამაშის სიმულაციებს;
- ტრენინგს ახალგაზრდული მუშაკებისათვის, რომელთაც სურთ ვირტუალური გაცვლების პროექტების შემუშავება საერთაშორისო კოლეგებთან თანამშრომლობით;
- Online დისკუსიას სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს შორის, როგორც უმაღლესი განათლების პროგრამის ნაწილი;
- ტრენინგს უნივერსიტეტის პროფესორების/პერსონალისათვის, რომელთაც სურთ ვირტუალური გაცვლების პროექტების შემუშავება საერთაშორისო კოლეგებთან თანამშრომლობით;
- ინტერაქტიულ ღია online კურსებს;
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
პროგრამასთან ასოცირებული და არაასოცირებული ქვეყნების საჯარო და კერძო ორგანიზაციებს, რომლებიც უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში მოღვაწეობენ (უსდ, უსდ-ს ქოლგის ქვეშ არსებული ინტიტუციები, მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაერთიანებები, ახალგაზრდული ორგანიზაცეიბი).
აპლიკანტები
ნებისმიერ საჯარო და კერძო ორგანიზაციას (უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში), რომელიც დაფუძნებულია ასოცირებულ (პროგრამის) ქვეყანაში შეუძლია განაცხადის გაკეთება.
პროექტის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ მოიცავს 36 თვეს (შესაძლებელია პროექტის გაგრძელება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საფუძველზე, სათანადო დასაბუთების შემთხვევაში).
პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა (გრანტის მაქსიმაური ოდენობა) მოიცავდეს 500.000 ევროს. გამოყოფილი გრანტის ოდენობა შეიძლება იყოს ნაკლები ვიდრე პროექტით იყო მოთხოვნილი.
გაიმე მეტი
Erasmus+ პროგრამის გზამკვლევი წარმოადგენს ინფორმაციის ძირითად წყაროს ვირტუალური გაცვლების აქტივობების შესახებ. გზამკვლევი მოიცავს დეტალურ ინფორმაციას დაშვების/მონაწილეობის პირობების, პრიორიტეტების, კრიტერიუმების, დაფინანსების წესებისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.