Erasmus+ სპორტი
Erasmus+ პროგრამა სპორტის სფეროში ხელს უწყობს სასპორტო, ფიზიკურ და მოხალისეობრივ აქტივობებში მეტ ჩართულობას - ძირითადი მიზანია სოციალური და სპორტთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა.
სასპორტო ორგანიზაციებს არაასოცირებული (პარტნიორი) ქვეყნებიდან ჯერ-ჯერობით მხოლოდ Erasmus+ ერთ აქტივობაში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება: პარტნიორობა თანამშრომლობისათვის.
აქტივობა განკუთვნილია ორგანიზაციებისათვის, რომლებსაც სურთ ერთობლივი პროექტების განხორციელება სპორტის, ფიზიკური აქტივობის, კეთილსინდისიერებისა (დოპინგი და სხვა) და მასთან დაკავშირებული რისკების აღმოფხვრის კუთხით. ასევე ათლეტების დუალური კარიერის ხელშეწყობა, კარგი მმართველობის, ტოლერანტობისა და სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერა.
პროექტებსა და ღონისძიებებში არაასოცირებული (პარტნიორი) ქვეყნებიდან ორგანიზაციების ჩართვა კარგად უნდა იყოს დასაბუთებული.
პარტნიორობა თანამშომლობისათვის მიზნად ისახავს ევროპული ქსელების შექმნასა და განვითარებას სპორტის სფეროში. აქტივობები შეიძლება მოიცავდეს:
- საკვანძო დაინტერესებული პირების ქსელების მხარდაჭერა;
- საუკეთესო მაგალითების/გამოცდილების იდენტიფიცირება, განვითარება, წახალისება და გაზიარება;
- განათლებისა და ტრენინგის მოდულებისა და ინსტრუმენტების შემუშავება, განვითარება და განხორციელება;
- მონიტორინგის და სფეროს მახასიათებლებისა და ინდიკატორების განვითარება;
- სპორტისა და ფიზიკური აქტივობების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
- სპორტის, ჯანმრთელობის, განათლების, მომზადებისა და ახალგაზრდობის სინერგიის გაძლიერება; მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომის განვითარება სპორტში;
- შეხვედრების, სემინარების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება.
პროექტების შედეგები, სადაც შესაძლებელია, უნდა მოიცავდეს დისციპლინების ფართო სპექტრს და მრავალჯერადი გამოყენებისა და გავრცელების საშუალებას უნდა იძლეოდეს. ასევე სასურველია პროექტების შედეგებისა და მიღწევების გაზიარება მოხდეს როგორც ადგილობრივ, ასევე ტრანსნაციონალურ დონეზე.
ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება
პარტნიორობა თანამშრომლობისათვის მოიცავს სულ მცირე სამ სხვადასხვა ორგანიზაციას სამი ასოცირებული (პროგრამის) ქვეყნიდან.
აპლიკანტები
ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც დაფუძლებულია ასოცირებულ (პროგრამის) ქვეყანაში შეუძლია განაცხადის გაკეთება. ორგანიზაციას განაცხადი შეაქვს პროექტში მონაწილე ყველა ორგანიზაციის სახელით.
სხვა მონაწილე ორგანიზაციები
ნებისნიერ საჯარო ან კერძო ორგანიზაციას ასოცირებული (პროგრამის) და ან არაასოცირებული (პარტნიორი) ქვეყნიდან შეუძლია მონაწილეობის მიღება პროექტში. თუმცა ორგანიზაციებს არაასოცირებული (პარტნიორი) ქვეყნიდან არ შეუძლიათ იყვნენ პროექტის კოორდინატორები.
მხარდამჭერი პოლიტიკა
პარტნიორობა თანამშრომლობისათვის დაკავშირებულია Erasmus+ პროგრამის როგორც ზოგად პრიორიტეტებთან, ასევე სპეციფიურ პრიორიტეტებთან სპორტის მიმართულებით.
Erasmus+ ჰორიზონტალური პრიორიტეტები
- ინკლუზია და მრავალფეროვნება
- გარემო და ბრძოლა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ
- ციფრული განვითარების მხარდაჭერა, ციფრული მზაობის, მდგრადობისა და შესაძლებლობების გაძლიერების საშუალებით
- საერთო ღირებულებები, სამოქალაქო ჩართულობა და მონაწილეობა
სპეციფიური პრიორიტეტები სპორტის მიმართულებით
- სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში ჩართვის წახალისება
- კეთილსინდისიერებისა და ღირებულებების განვითარება სპორტში
- განათლების მხარდაჭერა სპორტის საშუალებით
- სპორტში ძალადობისა და რასიზმის, დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალადობრივი რადიკალიზმის დაძლევა
გაიგე მეტი
Erasmus+ პროგრამის გზამკვლევი წარმოადგენს ინფორმაციის ძირითად წყაროს სპორტის სფეროს აქტივობების შესახებ. გზამკვლევი მოიცავს დეტალურ ინფორმაციას დაშვების/მონაწილეობის პირობების, პრიორიტეტების, კრიტერიუმების, დაფინანსების წესებისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.