Erasmus Mundus აქტივობები

ეს აქტივობა მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სრულყოფასა და მსოფლიო ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას სასწავლო პროგრამების მეშვეობით - სამაგისტრო კურსების დონეზე, რომლებიც ერთობლივად არის შექმნილი და ერთობლივად აღიარებული ევროპაში დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ და ღიაა მსოფლიოს სხვა ქვეყნების დაწესებულებებისთვის.

ქართულ უნივერსიტეტებს ამ პროგრამაში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, როგორც განმცხადებლების/აპლიკანტის, ასევე პარტნიორის სტატუსით.

Erasmus Mundus აქტივობა მოიცავს ორ ლოტს:

• Erasmus Mundus Joint Degrees (EMJM)
• Erasmus Mundus Design Measures (EMDM)


EMJM - გულისხმობს მაღალი დონის ინტეგრირებულ ტრანსნაციონალურ სასწავლო პროგრამებს სამაგისტრო დონეზე, რომელსაც ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო კონსორციუმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საჭიროებისამებრ შესაძლოა ჩართულნი იყვნენ სხვა საგანმანათლებლო და/ან არასაგანმანათლებლო პარტნიორები კონკრეტული გამოცდილებით შესაბამის სასწავლო/პროფესიულ სფეროებში. EMJM წარმოადგენენ მაღალი დონის სამაგისტრო პროგრამებს, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში (EHEA) ინტეგრაციას და ინტერნაციონალიზაციას. EMJM– ების სპეციფიკა მდგომარეობს მონაწილე ინსტიტუტებს შორის ერთობლიობის/ინტეგრაციის მაღალ ხარისხში და მათი აკადემიური შინაარსის სრულყოფილებაში.

Erasmus Mundus Joint Masters და Erasmus Mundus Design Measures წარმოადგენს ორ დამოუკიდებელ ლოტს, შესაბამისად არ არსებობს EMDM– ის EMJM– მდე განხორციელების ვალდებულება. EMDM- ის პროექტში გამარჯვება არ გულისხმობს EMJM- ის ფარგლებში ავტომატურ დაფინანსებას და EMDM პროექტის დასრულება არ არის EMJM- ში ჩართვის/მონაწილეობის კრიტერიუმი.

EMDM პროექტების მეშვეობით უნდა გაძლიერდეს უნივერსიტეტების შესაძლებლობები, სასწავლო გეგმებისა და სწავლების პრაქტიკის მოდერნიზაციის, რესურსების მობილიზების და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. უმაღლესი განათლების სისტემებმა შეიმუშაონ საერთო მექანიზმები ხარისხის უზრუნველყოფასთან, აკრედიტაციასთან, ხარისხის და კრედიტების აღიარებასთან დაკავშირებით. მხარდაჭერა ასევე მიზნად ისახავს ერთობლივი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული მიდგომის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების შესწავლას და გამოყენებას. მონაწილე ინსტიტუტებს შორის ერთობლიობის/ინტეგრაციის მაღალი ხარისხი და ინტეგრირებული ტრანსნაციონალური პროგრამები ხელს შეუწყობს ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) ინტეგრაციას და ინტერნაციონალიზაციას.

შეიტყვეთ მეტი

Erasmus+ პროგრამის გზამკვლევი არის ინფორმაციის ძირითადი წყარო Erasmus Mundus Actions – ის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. იგი შეიცავს ინფორმაციას დაშვების წესების, პრიორიტეტების, გრანტის მოპოვების კრიტერიუმების, დაფინანსების წესების და სხვა შესახებ.