Erasmus+ პროფესიულ განათლებაში
Erasmus+ პროგრამა პროფესიული განათლების სფეროში ხელს უწყობს პროფესიული განათლების მიმწოდებელთა ურთიერთთანამაშრომლობას, ასევე პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებასა და ინტერნაციონალიზაციას.
ორგანიზაციებს არაასოცირებული (პარტნიორი) ქვეყნებიდან ჯერ-ჯერობით Erasmus+ ოთხ აქტივობაში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება:
ინსტიტუციური თანამშრომლობა პროფესიულ განთლებაში
ეს არის პროფესიული სასწავლებლების პარტნიორობაზე დაფუძნებული საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტები, რომელთა მიზანია პროფესიული განათლების მნიშვნელობის, ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესება და ამით სოციო-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. პროექტების თემატური სფეროები შეიძლება მოიცავდეს:
- მასწავლებლების პროფესიული განვითარება
- ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები
- მწვანე და ციფრული უნარების განვითარების ხელშეწყობა
- სამუშაოზე დაფუძნებული სწავლა და ა.შ.
დეტალები გამოქვეყნდება მოგვიანებით მიმდინარე წელს
მობილობა პროფესიული სტუდენტებისა და პერსონალისათვის
მობილობის პროექტების მიზანია სასწავლო შესაძლებლობების შექმნა და პროფესიული განათლების მიმწოდებელებისა და ამ სფეროში მომუშავე სხვა ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.
პროფესიული განათლების მიმწოდებლებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ მოკლევადიან მობილობის პროექტებზე, რომლებიც განკუთვნილია პროფესიული სტუდენტებისა და პერსონალისათვის. პროექტები სხვადასხვა მობილობის აქტივობების ორგანიზების საშუალებას იძლევა, რომელთა ხანგრძლვობა ექვსიდან თვრამეტ თვემდე პერიოდს მოიცავს. აპლიკანტი ორგანიზაცია დაფუძნებული უნდა იყოს ასოცირებულ (პროგრამის) ქვეყანაში. პროფესიული განათლების მიმწოდებელ ორგანიზაციებს საქართველოდან, როგორც არაასოცირებული (პარტნიორი) ქვეყნის ინსტიტუციებს შეუძლიათ მხოლოდ უმასპინძლონ ჩამომსვლელ პროფესიულ სტუდენტებსა და პერსონალს.
პროფესიული განათლების წამყვანი ცენტრები
ამ ტიპის პროექტები მიზნად ისახავს წამყვანი ცენტრების ევროპული პლატფორმის შექმნასა და განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონალურ განვითარებასა და ინოვაციას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმების ჩამოყალიბებას.
პროფესიული განათლების წამყვანი ცენტრები (CoVE) ხასიათდება სისტემური მიდგომების დანერგვით. ისინი სცდებიან მხოლოდ ხარისხიანი პროფესიული კვალიფიკაციების მინიჭებას. ტრანსნაციონალური თანამშრომლობის პლატფორმები მოიცავს მრავალფეროვანი აქტივობების სერიებს, რომლებიც სამ ძირითად კლასტერში ერთიანდება:
- სწავლება და სწავლა
- თანამშრომლობა და პარტნიორობა
- მმართველობა და დაფინანსება
ცენტრების მიზანს არ წარმოადგენს ახალი პროფესიული ინსტიტუციების შექმნა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება (თუმცა შესაძლებელია ამ მიმართულების განვითარებაც), არამედ გარკვეული ადგილობრივი/რეგიონული პარტნიორების გაერთიანება, როგორებიცაა საბაზო და საშუალო პროფესიული განათლების მიმწოდებლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, კვლევითი ინსტიტუტები, კომპანიები, სავაჭრო პალატები, სოციალური პარტნიორები, ეროვნული და რეგიონული სახელმწიფო უწყებები და სააგენტოები, სახელწიფო დასაქმების ცენტრები და სხვა.
პროფესიული განათლების მიმწოდებელ ორგანიზაციებს საქართველოდან შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პროექტებში, როგორც პარტნიორ ორგანიზაციებს და არა აპლიკანტებს.
საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის აღწერა (ინგლისურენოვანი ვიდეო-რგოლი).
საინფორმაციო ვიდეო Erasmus+ პროფესიული განათლებისათვის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად
ალიანსი ინოვაციებისათვის
დეტალებისთვის გადადით ამ ბმულზე
გაიგე მეტი
Erasmus+ პროგრამის გზამკვლევი წარმოადგენს ინფორმაციის ძირითად წყაროს პროფესიული განათლების სფეროს აქტივობების შესახებ. გზამკვლევი მოიცავს დეტალურ ინფორმაციას დაშვების/მონაწილეობის პირობების, პრიორიტეტების, კრიტერიუმების, დაფინანსების წესებისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.