ჟან მონე
Jean Monnet პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.
პროგრამის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელოები და სხვა სახის პუბლიკაციები
Jean Monnet პროგრამა ახორციელებს შემდეგ აქტივობებს:
Jean Monnet მოდული
წარმოადგენს მოკლე სასწავლო პროგრამას (ან კურსს) ევროკავშირის კვლევების მიმართულებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ყოველ მოდულის მინიმალური ხანგრძლივობაა 40 სასწავლო საათი (ერთი აკადემიური წლის განმავლობაში).
Jean Monnet კათედრა
წარმოადგენს მასწავლებლის თანამდებობას ევროკავშირის კვლევების სპეციალიზაციით უნივერსიტეტის ლექტორებისა და პროფესორებისთვის. კათედრის ხელმძღვანელის პოსტის დაკავება შეუძლია მხოლოდ ერთ პროფესორს, რომელიც განახორციელებს მინიმუმ 90 საათიან სასწავლო კურსს აკადემიური წლის განმავლობაში.
Jean Monnet ევროკავშირის კვლევების წამყვანი ცენტრები
წარმოადგენენ ძირითად საინფორმაციო პუნქტებს ევროკავშირის საკითხების შესახებ. ცენტრის კურატორობა ევალება კათედრის ხელმძღვანელს. ცენტრი აერთიანებს ექსპერტებს ევროკავშირის კვლევების მიმართულებით (ლექტორებს, მოდულის ხელმძღვანელებს და თვითონ კათედრის ხელმძღვანელს) და მისი მიზანიაევროკავშირის კვლევების სხვადასხვა მიმართულებებს, დისციპლინებსა და რესურსებს შორის მდგრადი ურთიერთობების ჩამოყალიბება, ასევე ერთობლივი ტრანსნაციონალური აქტივობების და ღონისძიებების ჩატარება სხვადასხვა ქვეყნების აკადემიურ წრეებთან და ინსტიტუტებთან.
Jean Monnet პოლიტიკის დებატები
წარმოადგენს დიდ თემატურ ქსელებს უმაღლეს განათლებაში, რომლის ძირითადი მიზანია პარტნიორებს შორის კვლევის შედეგების, კურსების შინაარსისა და გამოცდილებების, ასევე პროდუქტების (კვლევები, პუბლიკაციები და ა.შ.) შეგროვება, გაზიარება და განხილვა.
(ყოველწლიურად მხარდაჭერილი იქნება საკითხები, რომლებიც ეხება ერთ კონკრეტულ პრიორიტეტს - ერთი ქსელი ევროკავშირის შიდა საკითხებზე და ერთი ქსელი საგარეო პოლიტიკაზე)
-------------
პრეზენტაცია Jean Monnet აქტივობების შეახებ
მიმდინარე / განხორციელებული პროექტები 2015-2021
- 565040-EPP-1-2015-1-GE- EPPJMO-SUPPA "Promote Knowledge and Awareness of the EU at Grassroots Level in Georgia" პროექტს ახორციელებს საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) - 2015
- 565086-EPP-1-2015-1-EE- EPPJMO-NETWORK "Developing the European Studies in the Caucasus" პროექტში მონაწილეობენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 2015
- 575609-EPP-1-2016-1-GE-EPPJMO-CHAIR "Establishment of Jean Monnet Chair at ISU" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი ოლივერ რაისნერი - 2016
- 575440-EPP-1-2016-1-GE-EPPJMO-CHAIR "Promoting teaching of European integration and increasing EU awareness in Georgia" კავკასიის უნივერსიტეტი, პროფესორი სერგი კაპანაძე - 2016
- 575096-EPP-1-2016-1-GE-EPPJMO-PROJECT "Raising Awareness on Georgia’s Europeanization in Academia" სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS) - 2016
- 574611-EPP-1-2016-1-GE-EPPJMO-SUPPA "Disseminating Knowledge on EU-Georgian Association Agreement among Academic Communities in Georgia" ევროკავშირის კვლევების ასოციაცია (European Union Studies Association) - 2016
- 586926-EPP-1-2017-1-GE-EPPJMO-SUPPA EU Studies Module for the Regional Universities of Georgia and MOOC (Massive Online Open Course) about the EU (GRASS) - 2017
- 600053-EPP-1-2018-1-GEEPPJMO-SUPPA - Promoting Inter-Regional European Studies in the Caucasus (ASSOCIATION OF EUROPEAN STUDIES FOR THE CAUCASUS) – 2018
- 611570-EPP-1-2019-1-GEEPPJMO-CHAIR - Jean Monnet Chair in EU Law at the New Vision University, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, პროფესორი გაგა გაბრიჩიძე - 2019
- 611737-EPP-1-2019-1-GEEPPJMO-MODULE - European idea and Euro integration of Georgia - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი ემზარ ფაჟავა - 2019
- 611026-EPP-1-2019-1-GEEPPJMO-PROJECT - Triangle Effect of European Studies at Schools - კავკასიის უნივერსიტეტი - 2019
- 611436-EPP-1-2019-1-GEEPPJMO-PROJECT - Georgia and the EU: 10 years of successful cooperation in the context of EaP - GRASS -2019
- 611936-EPP-1-2019-1-GEEPPJMO-PROJECT - Enhancing Knowledge on Georgia’s EU Integration among Ethnic Minorities - CSS -2019
- 612019-EPP-1-2019-1-TREPPJMO-NETWORK - LINKING 'EUROPE' AT THE PERIPHERY - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 2019
- 612049-EPP-1-2019-1-GEEPPJMO-PROJECT - Promote and Act for Europe - საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი - 2019
- 620393-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-CHAIR - The European Union’s fundamental values: Democracy, Rule of Law and Protection of Human Rights – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე - 2020
- 621307-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-CHAIR - Understanding EU Policy for Equality – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი ირინე ქურდაძე - 2020
- 620916-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-MODULE - Europeanization as an instrument for democratization of Georgia – ევროპის უნივერსიტეტი, პროფესორი ლევან მახაშვილი - 2020
- 619809-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-MODULE - EU Explored in Association Agreement – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, პროფესორი ეკატერინე ქარდავა - 2020
- 619928-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-PROJECT - Establishing Interdisciplinary Bachelor's Programme in European Studies at Tbilisi State University – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 2020
- 619948-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-PROJECT- Legal Face of the EU - კავკასიის უნივერსიტეტი - 2020
- 620558-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-PROJECT - EU multilevel research and innovation systems: projection to Eastern Partnership countries development - ასოციაცია ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისათვის - 2020
- 620741-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-PROJECT - Promoting European Union’s Cyber Education – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი- 2020
- 620893-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-PROJECT - Advancing European Values and Standards in Georgian Schools – ევროპის უნივერსიტეტი - 2020
- 620932-EPP-1-2020-1-AM-EPPJMO-PROJECT - Comparing Approximation Strategies and Solutions (COMPASS) - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, 2020
- 101048103 — EUPOLTRANS Jean Monnet Center of Excellence for EU Policy Transposition - კავკასიის უნივერსიტეტი - 2021
- 101047443 - EU for Energy Security and Sustainable Development Policies - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, პროფესორი გაგა გაბრიჩიძე - 2021