უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტები
უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა (შემდგომში – ექსპერტები) ჯგუფის ამოცანაა საქართველოში უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა. ექსპერტები მონაწილეობენ ევროკომისიისა და აღმასრულებელი სააგენტოს მიერ ორგანიზებულ თემატურ სემინარებსა და სასწავლო მივლინებებში, საერთაშორისო კონფერენციებში, აგრეთვე, კვლევებში, რომლებიც არა მარტო ევროპულ, არამედ ადგილობრივ დონეზეც ხორციელდება. ექსპერტთა მუშაობას კოორდინირებას უწევს ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციისა და ბარსელონას უნივერსიტეტის კონსორციუმი.
საერთაშორისო ღონისძიებების გარდა ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში უწევს კონსულტაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი განათლების სფეროში აქტიურ ორგანიზაციებს (მათ შორის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს) და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. კონსულტაციებისა და საჯარო პრეზენტაციების გარდა ექსპერტთა მუშაობის ერთ-ერთ ფორმატს წარმოადგენს რეკომენდაციების შემუშავება უმაღლესი განათლების რეფორმის კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში.
ამჟამად ექსპერტთა ჯგუფი ცხრა წევრისგან შედგება – ჯგუფში მონაწილეობენ, როგორც სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებების, ისე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
ექსპერტთა ჯგუფი
ქეთევან გურჩიანი (თავმჯდომარე)
ხარისხის უზრუნველყოფა, კვალიფიკაციების ჩარჩო, დოქტორანტურა, ინსტიტუციური ხელმძღვანელობა (2009 – დღემდე)
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ლალი ბაქრაძე
კვალიფიკაციების ეროვნული ჩარჩო, მობილობა, დოქტორანტურა, ერთობლივი პროგრამები (2009 – დღემდე)
განათლების განვითარების ინსტიტუტი
თამარ ბრეგვაძე
კვლევის ხარისხის მართვა, ხარისხის უზრუნველყოფა (2015 - დღემდე)
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
ირმა გრძელიძე
ხარისხის უზრუნველყოფა, დოქტორანტურა, სწავლა/სწავლების ინოვაციები (2015 - დღემდე)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ირინე დარჩია
ხარისხის უზრუნველყოფა, დოქტორანტურა, კვლევის პოლიტიკა, სწავლა/სწავლების ინოვაციები (2009 – დღემდე)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დავით კერესელიძე
ხარისხის უზრუნველყოფა, კვალიფიკაციების ჩარჩო (2011 – დღემდე)
New Vision უნივერსიტეტი
თამარ სანიკიძე
ხარისხის უზრუნველყოფა, განათლების პოლიტიკა (2018–დან)
განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი
მარინე ქარჩავა
უმაღლესი განათლების მართვა, ხარისხის უზრუნველყოფა, აღიარება, ECTS კრედიტები, მობილობა, კვალიფიკაციების ჩარჩო (2015 - დღემდე)
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
ქეთი ცოტნიაშვილი
ხარისხის უზრუნველყოფა (2018-დან)
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (სტუდენტი)