სემინარი ერთობლივ პროგრამებზე
07
2015
სექტემბერი

სემინარი ერთობლივ პროგრამებზე

3–4 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა TAM სემინარს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების შესახებ. სემინარი ეფუძნება JDAZ (Joint Degrees from A to Z) პროექტს, რომელიც მომზადდა ერაზმუსის პროგრამის ფარგლებში 2012–2015 წლებში ჰოლანდიელი, ავსტრიელი, ლიტველი, ფინელი, პოლონელი და ნორვეგიელი ექსპერტების მონაწილეობით და დღესდღეისობით ერთობლივი პროგრამების შესახებ ყველაზე უფრო სრულყოფილ და მომცველობით დოკუმენტს წარმოადგენს.

მოწვეული ექსპერტები:

  • როზა ბეკერი (NUFFIC, ნიდერლანდები)
  • ანიკა ზუნდბერგ–ლინდროოსი (CIMO, ფინეთი)

პრეზენტაციები:

სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 32 უნივერსიტეტის 58 წარმომადგენელმა, ისევე როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა. 

ფოტოგალერეა