ორგანიზაცია

Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისი (NEO) ხელს უწყობს ევროკომისიას, აღმასრულებელ სააგენტოს (EACEA) და შესაბამის ეროვნულ სამსახურებს Erasmus+ პროგრამის განხორციელებაში. NEO ფუნქციონირებს აღმასრულებელ სააგენტოსა და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაცია UNI.GE –ს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე (2017-2953/005-001, პროექტის ნომერი - 391257-EPP-1-2017-1-GE-EPPKA2-CBHE-NEO).

Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის მანდატი მოიცავს ყველა მხარდამჭერ, საინფორმაციო და მონიტორინგის აქტივობას, რომელიც Erasmus+ პროგრამის უმაღლესი განათლების სფეროს ეხება და დაშვებულია ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში.

NEO საქართველოში დაარსდა 2014 წელს და წარმოადგენს ტემპუსის ეროვნული ოფისის (NTO) მემკვიდრეს.

ჩვენი თანამშრომლები

ლიკა ღლონტი

კოორდინატორი

ნინო ურუშაძე

პროექტების მენეჯერი

თათა ლორთქიფანიძე

პროექტების მენეჯერი

ეთო შაბურიშვილი

ბუღალტერი

მუშაობის კონკრეტული მიმართულებებია:

  • ევროკომისიის, აღმასრულებელი სააგენტოს, ევროკავშირის წარმომადგენლობის და საქართველოს შესაბამისი სამსახურების მხარდაჭერა Erasmus+ უმაღლესი განათლების პროგრამის განხორციელებაში
  • CBHE პროგრამის მიმდინარე პროექტების მხარდაჭერა, მონიტორინგი და შედეგების გავრცელება.

ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას Erasmus+ ახალგაზრდობის, სპორტისა და საშუალო და პროფესიული განათლების პროგრამების მუშაობაში. ამ პროგრამებზე პასუხისმგებელ პირთა საკონტაქტო ინფრომაცია იხილეთ ქვემოთ:

ახალგაზრდობა და სპორტი

მანანა ქავთარაძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

Youth პროექტი

Erasmus+Youth საინფორმაციო ცენტრი საქართველოში  

Horizon 2020

ნათია გაბიტაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო