ინსტიტუციური განვითარების პროექტები (ex-Tempus)

ინსტიტუციური განვითარების პროექტები აგრძელებენ ყოფილი Tempus-ის პროგრამის აქტივობებს, რომლებიც მიმართული იყო უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მხარდაჭერისკენ, უნივერსიტეტებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობისა და პრაქტიკის / გამოცდილების გაზიარებისკენ. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ინსტიტუციური განვითარების პროექტებში, რომლებიც მართული იქნება პროგრამის ქვეყნებისა და პარტნიორი (კანდიდატი ქვეყნები, არმოსავლეთ სამეზობლო, რუსეთი, პოტენციური კანდიდატი ქვეყნები, ლათინური ამერიკა, აზია, აფრიკა, კარიბიისა და წყნარი ოკეანეს ქვეყნები) ქვეყნებისაგან შემდგარი კონსორციუმების მიერ. პროგრამების სტრუქტურა შენარჩუნებულია :

ერთობლივი პროექტები :

ამ ტიპის პროექტები ხელს უწყობს პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებს რათა განაახლონ, განავითარონ და გაავრცელონ ახალი ტიპის კურიკულუმები, სასწავლო მეთოდები თუ მასალები, ამასთან ერთად გააუმჯობესონდ ხარისხის მართვა და შიდა საუნივერსიტეტო მმართველობის სტრუქტურა

სტრუქტურული ღონისძიებები :

სტრუქტურული ღონისძიებები - ეხმარება პარტნიორ ქვეყნებს განახორციელონ რეფორმები უმაღლესი განათლების სისტემაში, მათ შორის რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების, ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში და სხვა. ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში დაშვებული იქნება პერსონალისა და სტუდენტების მობილობა ევროპულ და პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის. ზემოთნახსენები რეგიონის წარმომადგენელ ქვეყნებს ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა მიეცემა Erasmus+ კონკურსის ფარგლებში.


ინსტიტუციური განვითარების პროექტების ჩამონათვალი:

აქტივობა 2 (Key Action 2):

თანამშრომლობა უმაღლესი განათლების სფეროში (Key Action 2 Cooperation for innovation and the exchange of good practices) ინსტიტუციური განვითარების პროექტებთან ერთად მოიცავს კიდევ დამატებით რამოდენიმე მიმართულებას:

  • სტრატეგიული პარტნიორობა
  • ცოდნის ალიანსი

სტრატეგიული პარტნიორობისა და ცოდნის ალიანსის პროგრამებში პარტნიორი ქვეყნებისთვის მონაწილეობა დაშვებული, მაგრამ ძალიან შეზღუდულია. საჭიროა იმის დემონსტრირება, რომ კონკრეტული პარტნიორი ქვეყანა არის კომპეტენტური ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხში და მეტად გამოცდილი, ვიდრე ევროპული სახელმწიფო. რა მიმართულებით ხორციელდება პროექტები სტრატეგიული პარტნიორობისა და ცოდნის ალიანსის ფარგლებში?

სტრატეგიული პარტნიორობა :

სტრატეგიული პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ორგანიზაციებს, რომლებიც მოღვაწეობენ უმაღლესი განათლების, ტრენინგების, ახალგაზრდობის მხარდაჭერის, მეწარმეობის, საჯარო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და სხვა სფეროში, ეძლევათ თანამშრომლობის საშუალება ერთობლივი ინოვაციური, მაღალი დონისა და ხარისხის სასწავლო, სატრენინგო საქმიანობის, ინსტიტუციონალური განვითარების და სოციალური ინოვაციების პროექტების განხორციელების მიზნით.

ცოდნის ალიანსი :

ცოდნის ალიანსი მიზნად ისახავს ევროპის საინოვაციო შესაძლებლობების გავრცობასა და განვითარებას უმაღლეს განათლებაში, ბიზნესსა და სოციო–ეკონომიკურ გარემოში. გათვალისწინებულია ერთი ან მეტი მიზნის მიღწევა:

  • შემუშვდეს ახალი ინოვაციური მულტიდისციპლინური მიდგომები სწავლებისა და სწავლის მიმართულებით
  • მეწარმეობის სტიმულირება სამეწარმეო უნარჩვევების სწავლებით უსდ თანამშრომლებისა და მეწარმეთათვის
  • ხელი შეეწყოს ცოდნის გაცვლასა და ახალი ინფორმაციის ერთობლივ შემუშავებას.

სწრაფი ბმულები

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

ან გადმოტვირთეთ გზამკვლევი (Key Action 2  - გვ 99)

პრეზენტაცია CBHE პროექტების შესაქმნელად

კონკურსის ვადები

Erasmus +

აღმასრულებელი სააგენტო

ეროვნული სააგენტოები

ეროვნული ოფისები

მონაწილეთა პორტალი

დისტანციების კალკულატორი