სრული სამაგისტრო პროგრამები ევროპის უნივერსიტეტებში - ერობლივი სამაგისტრო პროგრამები

თუ გსურს სამაგსიტრო აკადემიური ხარისხის მოპოვება ევროპულ უნივერსიტეტებში, მაშინ Erasmus+ პროგრამა საშუალებას გაძლევს ჩაერთო ერთობლივი სამაგსიტრო პროგრამების კონკურსში.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება:

  • ნებისმიერ მსურველს, რომელსაც აქვს ბაკალავრის დიპლომი (ან არის ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე)
  • ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს
  • არ არის საჭირო აქტიური სტუდენტის სტატუსი
  • საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურზე მანამდე მიღებული Erasmus+ სტიპენდია დაბრკოლებას არ წარმოადგენს

ზოგადი მოთხოვნები:

  1. ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (ან დამამთავრებელ კურსზე ყოფნის ცნობა მშობლიური უნივერსიტეტიდან)
  2. ინგლისური ენის ფლობის საერთაშორისო სერტიფიკატი B2 დონეზე (მაგ. IELTS, TOEFL)
  3. CV (გირჩევთ გამოიყენოთ Europass ფორმატი)
  4. სამოტივაციო წერილი
  5. სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი

გაითვალისწინეთ, რომ მოთხოვნები შეიძლება განსხვავდებოდეს პროგრამების მიხედვით !

რას გულისხმობს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები:

ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები ეს არის ევროპის წამოდენიმე ქვეყნის უნივერსიტეტების მიერ ერთობლივად შემუშავებულ პროგრამას. ევროპული უნივერსიტეტები წარადგენენ მათ მიერ მომზადებულ სამაგისტრო პროგრამებს ერაზმუსის კონკურსზე და გამარჯვების/დაფინანსების შემთხვევაში აცხადებენ სტუდენტების მიღებას. ანუ აპლიკანტს, რომელსაც სურს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობა, შეუძლია პროგრამის არჩევა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული ჩამონათვალიდან.

სამაგისტრო პროგრამების სია ყოველწლიურად შემოდგომაზე ახლდება

სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სამაგისტრო პროგრამაში მონაწილე სულ მცირე ორ ევროპულ უნივერსიტეტში (ევროპის შიგნით მგზავრობის ხარჯებს პროგრამა ანაზღაურებს). სამაგისტრო პროგრამის მოცულობა შეიძლება იყოს 120, 90 ან 60 ECTS კრედიტი, შესაბამისად სწავლის ხანგრძლივობა შეიძლება მერყეობდეს ერთ და ორ წელს შორის. სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ან ერთობლივი (Joint Degree), ან მრავლობითი (Multiple Degree) აკადემიური ხარისხი. საზღვარგარეთ მიღებული აკადემიური ხარისხების აღიარების პროცესს საქართველოში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (www.eqe.ge) ახორციელებს.

კონკურსში მონაწილეობის წესები:

ერთ აპლიკანტს ერთდროულად (ერთი კონკურსის ფარგლებში) შეუძლია განაცხადის გაგზავნა მაქსიმუმ სამ პროგრამაზე.

აპლიკანტი ინდივიდუალურად განაცხადს აგზავნის პირდაპირ პროგრამის მაკოორდინირებელ უნივერსიტეტში (საკონტაქტო ინფორმაცია მოცემულია კონკრეტული პროგრამის ვებგვერდზე). განაცხადი კეთდება ონლაინ რეჟიმში.  წინასწარ უნდა დაადგინოთ ყველა დეტალი სწორედ მაკოორდინირებელ უნივერსიტეტთან, რამდენადაც კონკურსის წესები შეიძლება პროგრამების მიხედვით განსხვავებული იყოს.

ინფორმაცია დაფინანსების შესახებ:

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში სტუდენტი იღებს სტიპენდიას, რომელშიც ასევე იგულისხმება მგზავრობის ხარჯები (1400 Euro თვეში). პროგრამა ასევე ფარავს სწავლის საფასურს, ვიზის და დაზღვევის ხარჯებს.

რას უნდა მიაქციოს ყურადღება აპლიკანტმა:

  • მიუხედავად საერთო მახასიათებლებისა, ყველა პროგრამას აქვს ინდივიდუალური მოთხოვნები - აუცილებლად გადაამოწმეთ დეტალები პროგრამის ვებგვერდზე. დამატებით მიმართეთ პროგრამის საკონტაქტო პირს (ინფორმცია იხილეთ პროგრამის ვებგვერდზე)
  • აპლიკაციების მიღება პროგრამაზე ცხადდება ორჯერ - ერთხელ სტიპენდიის მაძიებელთათვის (Scholarship seekers) და ერთხელ მათთვის, ვისაც სტიპენდია არ სჭირდება და თავად აპირებს საკუთარი სწავლის დაფინანსებას). Deadlines არის განსხვავებული და ეს არ უნდა აგერიოთ.
  • ჩვენ ვერ/არ ვაქვეყნებთ ჩვენს ვებგვერდზე ყოველ ცალკეულ სამაგისტრო პროგრამაზე საბუთების მიღების ვადებს (100-ზე მეტი პროგრამაა), ასე რომ თავად აპლიკანტებმა უნდა ადევნონ თვალყური მათთვის საინტერესო პროგრამების ვებგვერდებს.
  • როგორც წესი, მიღება ცხადდება შემოდგომაზე, საბუთების მომზადებისათვის სამი-ხუთი თვეა, საბუთების წარდგენის ვადები - გვიანი შემოდგომა, ან მომდევნო წლის იანვარი-მარტი, შეტყობინება სტიპენდიის მიღების შესახებ - ყველაზე გვიან მაისში. სწავლა იწყება აგვისტო - ოქტომებრში (გააჩნია პროგრამას)

სასარგებლო ინფორმაცია:

http://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/

https://www.facebook.com/ESN.Tbilisi.ISU/

 

 

ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ

Erasmus+ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების (EMJM) კონკურსი ღიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მაღალი კონკურენციის მიუხედავად საქართველოდან შესული აპლიკაციების რაოდენობა და ხარისხის გამორჩეულია. საქართველოს მაჩვენებელი მსოფლიო მასთაბით ოც საუკეთესო ქვეყანათა შორისაა. მას უსწრებენ ისეთი დიდი ქვეყნები როგორიცაა, ამერიკის შეერთებული შტატები, ბრაზილია და ინდოეთი.

ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების შექმნა და ქართული უნივერსიტეტების ჩართულობა ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებში

ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები  მაღალი ხარისხის ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამებია, რომლებიც შემუშავებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან შემდგარი საერთაშორისო კონსორციუმის ფარგლებში. ძირითადად პროგრამები შემუშავებულია ევროპული უნივერსიტეტის მიერ, თუმცა კონსორციუმში შეიძლება ჩართული იყოს პარტნიორი ქვეყნის საგანმანათლებლო ან არააკადემიური პარტნიორი ორგანიზაციები, როგორც სრული ასევე ასოცირებული პარტნიორ სტატუსით.

კონსორციუმში მონაწილე ყველა უსდ უნდა იყოს აღიარებული საკუთარი ქვეყნის ფარგლებში, წარმოადგენდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც გასცემს მაგისტრის ხარისხს, და მისი პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შინაარსს.

ფინანსური მხარდაჭერა გამოყოფილი იქნება:

  • კონსორციუმის შიდა სამენეჯერო საქმიანობისთვის და პროგრამის ფარგლებში სტუდენტების მიღების მინიმუმ სამჯერადი პროცესისათვის
  • მოწვეული პროფესორებისა და ლექტორების საქმიანობის ხარჯების დასაფარად
  • საუკეთესო სტუდენტების სტიპენდიების ანაზღაურებისათვის

 

ამჟამად შვიდი ქართული უნივერსიტეტი სხვადასხვა ფორმით მონაწილეობს Erasmus Mundus Joint Master Degree რვა პროგრამაში:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (სრული პარტნიორი Central and East European, Russian and Eurasian Studies)
  • შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (ასოცირებული პარტნიორი Docnomads+ Documentary Filmdirecting)
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტი (ასოცირებული პარტნიორები European Politics and Society: Vaclav Havel Joint Master Programme)
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და GIPA (ასოცირებული პარტნიორები European Master in Migration and Intercultural Relations)
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ასოცირებული პარტნიორი European Master in Lexicography)
  • კავკასიის უნივერსიტეტი (ასოცირებული პარტნიორიTourism Development and Culture)
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ასოცირებული პარტნიორი International Master on Wine Tourism Innovation)
  • შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ასოცირებული პარტნიორი Erasmus Mundus Master in Soil Science)

 

დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტებისათვის Erasmus Mundus აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად 

კონკურსის ვადები