ReCONNECT - Erasmus+ Alumni in Georgia
29
2022
July

ReCONNECT - Erasmus+ Alumni in Georgia

Erasmus Student Network (ESN) Georgia-ს ადგილობრივი სექცია ESN Tbilisi საქართველოში მნიშვნელოვან პროექტს იწყებს:

ReCONNECT - Erasmus+ Alumni in Georgia

პროექტი ESAA-ს (Erasmus+ Students and Alumni Alliance) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, და მისი მიზანია საქართველოში Erasmus+ის სხვადასხვა სასტიპენდიო სასწავლო პროგრამების

  • საერთაშორისო კრედიტების მობილობა (ICM)
  • Erasmus Mundus Joint Master Degree (EMJMD)

კურსდამთავრებულების გაძლიერება და მათი ქსელის შექმნა.

პროექტი სამი ნაწილისაგან შედგება:

  • 12-14 აგვისტოს გასვლითი ტრენინგი კახეთში;
  • მონაწილეების მიერ პროექტების განხორციელება;
  • დასკვნითი კონფერენცია.

პროექტის ფარგლებში შერჩეული იქნება 40 ახალგაზდა, მათგან 20 მონაწილე აპლიკაციის საფუძველზე, 20 კი ESN Tbilisi-ს მოხალისეებიდან დაკომპლექტდება. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები ცოდნას გაიღრმავებენ და ინიციატივებს შეიმუშავებენ შემდეგ საკითხებზე:

  • Erasmus+ის 2021-2027 წლის სტრატეგიული მიზნები და მათი მნიშვნელობა საქართველოსთვის;
  • ალუმნების ქსელის სტრუქტურა და სამოქმედო გეგმა;
  • ინიციატივებისა და პროექტების მართვა.

პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება ოქტომბერში კონფერენციის სახით. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკაციების მიღება მიმდინარეობს 2 აგვისტოს ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, მოკლე ინტერვიუების ჩატარება მონაწილეების საბოლოო შესარჩევად.

მონაწილეობის მისაღებად, აუცულებელია, 2014-2022 წლებში მონაწილეობა გქონდეთ მიღებული Erasmus+ის რომელიმე პროგრამაში (სემესტრული კრედიტ მობილობა (ICM), EMJMD).

სააპლიკაციო ფორმა > https://forms.gle/vptJuDtYMzjkWTX39

პროექტი სრულად ფარავს მონაწილეობის, ტრანსპორტირებისა და განთავსების ხარჯებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე ან ელ ფოსტაზე:

ელფოსტა: georgia-admin@esn.org
ტელ: +995 558565837

ღონისძიების ლინკი: https://www.facebook.com/events/887460882642508