
ReCONNECT - Erasmus+ Alumni in Georgia
Erasmus Student Network (ESN) Georgia-ს ადგილობრივი სექცია ESN Tbilisi საქართველოში მნიშვნელოვან პროექტს იწყებს:
ReCONNECT - Erasmus+ Alumni in Georgia
პროექტი ESAA-ს (Erasmus+ Students and Alumni Alliance) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, და მისი მიზანია საქართველოში Erasmus+ის სხვადასხვა სასტიპენდიო სასწავლო პროგრამების
- საერთაშორისო კრედიტების მობილობა (ICM)
- Erasmus Mundus Joint Master Degree (EMJMD)
კურსდამთავრებულების გაძლიერება და მათი ქსელის შექმნა.
პროექტი სამი ნაწილისაგან შედგება:
- 12-14 აგვისტოს გასვლითი ტრენინგი კახეთში;
- მონაწილეების მიერ პროექტების განხორციელება;
- დასკვნითი კონფერენცია.
პროექტის ფარგლებში შერჩეული იქნება 40 ახალგაზდა, მათგან 20 მონაწილე აპლიკაციის საფუძველზე, 20 კი ESN Tbilisi-ს მოხალისეებიდან დაკომპლექტდება. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები ცოდნას გაიღრმავებენ და ინიციატივებს შეიმუშავებენ შემდეგ საკითხებზე:
- Erasmus+ის 2021-2027 წლის სტრატეგიული მიზნები და მათი მნიშვნელობა საქართველოსთვის;
- ალუმნების ქსელის სტრუქტურა და სამოქმედო გეგმა;
- ინიციატივებისა და პროექტების მართვა.
პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება ოქტომბერში კონფერენციის სახით. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკაციების მიღება მიმდინარეობს 2 აგვისტოს ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, მოკლე ინტერვიუების ჩატარება მონაწილეების საბოლოო შესარჩევად.
მონაწილეობის მისაღებად, აუცულებელია, 2014-2022 წლებში მონაწილეობა გქონდეთ მიღებული Erasmus+ის რომელიმე პროგრამაში (სემესტრული კრედიტ მობილობა (ICM), EMJMD).
სააპლიკაციო ფორმა > https://forms.gle/vptJuDtYMzjkWTX39
პროექტი სრულად ფარავს მონაწილეობის, ტრანსპორტირებისა და განთავსების ხარჯებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე ან ელ ფოსტაზე:
ელფოსტა: georgia-admin@esn.org
ტელ: +995 558565837
ღონისძიების ლინკი: https://www.facebook.com/events/887460882642508