კვლევის შედეგების პრეზენტაცია და განხილვა
04
2020
თებერვალი

კვლევის შედეგების პრეზენტაცია და განხილვა

5 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა Erasmus+ ეროვნული ოფისის მიერ განხორციელებული კვლევის "უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული მექანიზმების დანერგვის ანალიზი" შედეგების წარდგენა და სიღრმისეული განხილვა. უმაღლესი განათლების რეფორმების ექსპერტებმა (ირინე დარჩიამ და ირმა გრძელიძემ) ყურადღება გაამახვილეს იმ ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებზე, რომლებიც კვლევითმა ჯგუფმა შეიმუშავა. ასევე შეთანხმდა შემგდომი თანამშრომლობისა და რეკომენდაციების შესრულების გეგმა.  
 
შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრის დირექტორი, სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტების წარმომადგენლები, უმაღლესი განათლების რეფორმების ექსპერტები და  Erasmus+ ეროვნული ოფისის თანამშრომლები.