ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები (JMD) და კონკურსი 2020 - ხმოვანი პრეზენტაცია
21
2020
აპრილი

ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები (JMD) და კონკურსი 2020 - ხმოვანი პრეზენტაცია

Erasmus+ ეროვნული ოფისი ყოველწლიურად ატარებს სემინარებისა და ტრენინგების ციკლს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების (JMD) თაობაზე. COVID-19 პანდემიის პირობებში, არ გვინდა გამონაკლისი დავუშვათ და ონლაინ რესურსების გამოყენებით გვსურს შემოგთავაზოთ ხმოვანი პრეზენტაცია, სადაც შევეცადეთ მიმოგვეხილა ყველა აქტუალური საკითხი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამებისა და მომდევნო კონკურსის თაობაზე.

ასევე გთავაზობთ, ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულის ვიდეო ინსტრუქციას - როგორ მოვამზადოთ წარმატებული აპლიკაცია.

ამასთანავე, გთხოვთ ჩვენ Facebook გვერდზე, ანალოგიური განცხადების ქვეშ, კომენტარებში მოგვწეროთ დეტალური კითხვები JMD კონკურსის თაობაზე. თქვენს კითხვებზე პასუხებს გავცემთ ონლაინ ჩართვაში, რომლის ანონსსა და შესაბამის ბმულს (ZOOM) მომდევნო დღეებში გამოვაქვეყნებთ. გელოდებით !