ახლადაფინანსებული CBHE პროექტების განხილვა ბრიუსელში
27
2020
იანვარი

ახლადაფინანსებული CBHE პროექტების განხილვა ბრიუსელში

27-28 იანვარს ბრიუსელში, Erasmus+ პროგრამის აღმასრულებელ სააგენტოში, მიმდინარეობს ახლადდაფინანსებული CBHE პროექტების წარმომადგენლების შეხვედრა. საქართველოდან წელს 6 დაფინანსებული პროექტია წარმოდგენილი, აქედან 3 ქართული უნივერსიტეტების კოორდინირებით: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი. 2019 წელს პირველად საქართველოდან ორი ეროვნული პროექტი დაფინანსდა, ასევე ერთი რეგიონული პროექტი უკრაინასთან, ხოლო ორი კროსრეგიონული: ისრაელთან, ბოსნიასა და ფილიპინებთან თანამშრომლობით.
შეხვედრაში მონაწილეობენ პროექტებში მონაწილე უნივერსიტეტების, Erasmus+ ეროვნული ოფისისა და  საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.