Erasmus+  საინფორმაციო ვებინარი
26
2021
მარტი

Erasmus+ საინფორმაციო ვებინარი

Erasmus+ მორიგი საინფორმაციო ვებინარი გაიმართა Erasmus-ის ეროვნული ოფისისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით.
ღონისძიება ეხებოდა Erasmus+ ის შესაძლებლობების გაზიარებას გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების მიმართულებით დაინტერესებული პირებისთვის.
ამ ტიპის ღონისძიებათა ციკლი ახლო მომავალშიც იგეგმება რეგიონული შეხვედრების სახით ქვეყნის მასშტაბით Erasmus+ ეროვნული ოფისისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში.