ავტორიზაციის განახლებული მექანიზმების დანერგვის ანალიზის წარდგენა
10
2019
დეკემბერი

ავტორიზაციის განახლებული მექანიზმების დანერგვის ანალიზის წარდგენა

5 და 6 დეკემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის "ისწავლე საქართველოში" მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია - უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა და განვითარების შესაძლებლობები.

კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოში ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნებისა (ESG 2015) და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის შესაბამისად უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში განხორციელებული რეფორმის მიმოხილვას.

კონფერენციაზე Erasmus+ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა და უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპეტებმა (ირმა გრძელიძე, ირინე დარჩია, თამარ სანიკიძე) წარადგინეს მათ მიერ შემუშავებული დოკუმენტი - "უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული მექანიზმების დანერგვის ანალიზი". დოკუმენტი მიზნად ისახავს განახლებული გარე ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების მიხედვით განხორციელებული ავტორიზაციის სრული პროცესის შეფასებასა და ამ პროცესის გავლენისა და შედეგის გაზომვას ინსტიტუციურ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე. ანალიზი ასევე მოიცავს რეკომენდაციების ნაწილს, რაც ექსპერტების აზრით მნიშვნელოვანია გარე ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დასახვეწად. 

პრეზენტაცია