სტაჟირება

2018 წლიდან, ICM-ის ფარგლებში, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდა სტაჟირებისა და სამუშაო პრაქტიკის კომპონენტი, რომელიც ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და სხვა კერძო თუ საჯარო ინსტიტუციებს აძლევს საშუალებას მიიღოს ევროპელი სტუდენტები და კურსდამთავრებულები პრაქტიკის გავლის მიზნით. ასევე მნიშნელოვანია, რომ ევროპული მხარე შეძლებს ქართული უმაღლესი საგანამათლბელო დაწესებულებების სტუდენტების მიღებასა და მათ განაწილებას  სასწავლო/სამუშაო პრაქტიკებზე ევროპულ დაწესებულებებში.

ისევე როგორც ICM მობილობის შემთხვევაში, სტაჟირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი განათლების ნებისმიერ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) მყოფ სტუდენტს, გარდა ახალკურსდამთავრებულებისა (newly graduated) და  ყველა აკადემიურ მიმართულებაზე. სტაჟირების ხანგძლივობა 2 დან - 12 თვემდე გრძელდება, თუმცა ის ფორმისა და შენაარსის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს.

  • თუ სტაჟირება მიმდინარეობს სწავლის პერიოდის პარალელურად, მაშინ სრული მობილობის პერიოდი შეიძლება იყოს 3-12 თვემდე
  • სტაჟირება შესაძლებელია საჯარო ან კერძო დაწესებულებაში (კომპანია, საჯარო სტრუქტურა, სავაჭრო პალატა, არასამთავრობო ორგანიზაცია, კვლევითი ან სასწავლო დაწესებულება)

სასწავლო მობილობისა (ICM) და სტაჟირებისათვის გაიცემა ერთიდაიგივე სტიპენდია ჩვეული სქემის მიხედვით. ასევე ფინანსდება  მგზავრობა.

სტაჟიორი:

  • უნდა იყოს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი
  • მიიღებს Erasmus+ გრანტს მგზავრობისა და საცხოვრებელი ხარჯებისათვის
  • ხელს აწერს სასწავლო შეთანხმებას მონაწილე ორგანიზაციასთან, სადაც დეტალურადაა აღწერილი სტაჟირების პროგრამა  და შესაბამისი უფლება-მოვალეობები, აღიარების პროცედურა ყველა მონაწილე მხარისათვის
  • სტაჟიორი საქართველოდან ყოველთვის ხელს აწერს ოთხმაგ ხელშეკრულებას (მშობლიური და მიმღები ევროპული ქვეყნის უსდ, სტაჟიორი და  არა-აკადემიური პარტნიორი ორგანიზაცია), მიუხედავად იმისა სტაჟირება მიმდინარეობს სასწავლო მობილობასთან ერთად თუ არა, რადგან ევროპული ქვეყნის უსდ ბენეფიციარია და უნდა იყოს ხელშეკრულების მხარე

სტაჟირების შემდეგ:

  • მიმღები ორგანიზაცია/საწარმო გასცემს სტაჟირების სერტიფიკატს სტაჟირების წარმატებით დასრულებიდან ხუთი კვირის ვადაში
  • გამგზავნმა დაწესებულებამ უნდა მოახდინოს სტაჟირების აღიარება

სტაჟირების შესაძლებლობების მოსაძიებლად ეწვიეთ: https://erasmusintern.org/