საქართველო – ირლანდიის საკონტაქტო სემინარი
10
2019
აპრილი

საქართველო – ირლანდიის საკონტაქტო სემინარი

10-11 აპრილს გაიმართა საქართველო – ირლანდიის საკონტაქტო სემინარი ევროკავშირის დონორი პროგრამების (Erasmus+, Horizon2020, MSCA) ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, ბათუმისა და თელავის უნივერსიტეტებმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, GITA–მ და ირლანდიელმა კოლეგებმა 7 უნივერსიტეტიდან და ირლანდიის უნივერსიტეტების ეროვნული ასოციაციიდან.