ERASMUS+ შესახებ

Erasmus+ არის ევროკავშირის პროგრამა განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში.

2021-2027 პროგრამის ბიუჯეტი €26.2 მილიარდი ევროთი განისაზღვრება და მის მიზანს სოციალური ჩართულობის, მწვანე და ციფრული განვითარებისა და დემოკრატიულ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა წარმოადგენს.  

Erasmus+ მობილობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს შემდეგი მიმართულებით იძლევა:

  • უმაღლესი განათლება
  • პროფესიული განათლება
  • საშუალო განათლება
  • ზრდასრულთა განათლება
  • ახალგაზრდობა
  • სპორტი

გაითვალისწინეთ, რომ ასოცირებული (პროგრამის) და არაასოცირებული (პარტნიორი) ქვეყნებისათვის პროგრამა სხვადასხვა შესაძლებლობებს იძლევა. დეტალური ინფორმაცია თუ რა აქტივობებზე აქვთ დაშვება ორგანიზაციებსა და ინსტიტუციებს საქართველოდან შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://erasmusplus.org.ge/ka/services/opportunities

დეტალური ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია აქ:  https://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/node_en

Erasmus+ ბროშურა  – 2021-2027 წლის პროგრამის მომოხილვა.