Erasmus+ ახალგაზრდობა

Erasmus+ აქტივობები ახალგაზრდობის სფეროში ქმნის არაფორამალური სწავლების შესაძლებლობებს, ასევე ხელს უწყობს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც წაახალისებს და უზრუნველყოფს ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას დემოკრატიულ განვითარებაში ადგილობრივ, რეგიონალურ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

სასწავლო მობილობა ახალგაზრდობის სფეროში

  • მობილობის პროექტები ახალგაზრდებისათვის „ახალგაზრდული გაცვლები“ & “მობილობის პროექტები ახალგაზრდული მუშაკებისათვის

Erasmus+ სთავაზობს მობილობის პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს ახალგარზდებისა და ახალგაზრდული მუშაკებისათვის.

ახალგაზრდული გაცვლები საშუალებას აძლევს ახალგაზრდულ ჯგუფებს (13-30 წელი) სხვადასხვა ქვეყნიდან შეხვდენენ და გაატარონ 21 დღემდე სხვადასხვა ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით. გაცვლებში ჩართული უნდა იყვნენ ორგანიზაციები ორი და ან მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან.

ინფრომაცია, თუ როგორ შეიძლება ამ ტიპის პროექტებში ჩართვა, ხელმისაწვდომელია ახალგაზრდული გაცვლების ვებგვერდზე.

ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდული მუშაკების პროფესიულ განვითრებასა და პროფესიულ ქსელებში ჩართვას. აქტივობები შეიძლება მოიცავდეს: 

  • სემინარები,
  • სატრენინგო კურსები,
  • ქსელური ღონისძიებები,
  • სასწავლო ვიზიტები,და
  • კოლეგების გამოცდილების გაზიარება.

აქტივობები/პროექტები შეიძლება მოიცავდეს ორი დღიდან ორ თვემდე პერიოდს და უნდა განხორციელდეს ერთ-ერთი მონაწილე ორგანიზაციის მშობლიურ ქვეყანაში. პროექტში ჩართული შეიძლება იყოს 50-მდე მონაწილე.

ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება ამ აქტივობებში მონაწილეობის მიღება, ხელმისაწვდომია ახლგაზრდული მუშაკებისათვის განკუთვნილ ვებგვერდზე.

  • აქტივობები ახალგაზრდების მონაწილეობით

აქტივობები ფორმალური განათლებისა და ტრენინგების მიღმა, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართვას ევროპის დემოკრატიული განვითარების საქმეში ადგილობრივ, რეგიონალურ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

მხარდამჭერი ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს  სამუშაო შეხვედრებს, დებატებს, როლურ თამაშებს, სიმულაციებს, ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების ღონისძიებებს (დემოკრატიული ინსტრუმენტები),  ცნოებიერების ამაღლების კამპანიებს, ტრენინგებს, შეხვედრებს და სხვა სახის ფორმალურ და online  ინტერაქციას ახალგაზრდებსა და გადაწყვეტილების მიმღებ მხარეებს შორის, ასევე კონსულტაციებსა და არაფორმალურ შეხვედრებს.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

ორგანიზაციებს საქართველოდან (არამომგებიანი ორგანიზაციები, ასოციაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო სტრუქტურები ადგილობრივ, რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე, სოციალური საწარმოები, მოგებაზე ორიენტირებული სოციალური პასუხიმგებლობის მქონე ორგანიზაციები) და არაფორმალურ ახალგაზრდულ ჯგუფებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ამ ტიპის აქტივობებსა და პროექტებში.

პარტნიორობა თანამშრომლობისათვის ახალგაზრდობის სფეროში

პარტნიორობა თანამშრომლობისათვის არის ტრანსნაციონალური პროექტები, რომლებიც მიმართულია ინოვაციური მიდგომებისა და პრაქტიკების განვითარებაზე, ასევე თანამშრომლობაზე, ერთმანეთისგან სწავლასა და გამოცდილების გაზიარებაზე ახალგაზრდობის სფეროში.

ეს აქტივობა საშუალებას აძლევს სხვადასხვა სახის საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებს განახორციელონ ფართო სპექტრის ღონისძიებები.

თანამშრომლობის მიზანია:

  • მონაწილე ორგანიზაციებისა და ინტიტუტების მუშაობის, აქტივობებისა და პრაქტიკის ხარისხის ამაღლება და ახალი აქტორების ჩართვა;
  • ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება ტრანსნაციონალური და სექტორებს შორისი მუშაობის მიმართულებით;
  • საერთო საჭიროებებისა და პრიორიტეტებისაკენ სწრაფვა ახალგაზრდობის სფეროში;
  • ტრანსფორმაციისა და ცვლილებების მხარდაჭერა (ინდივიდუალურ, ორგანიზაციულ და სექტორულ დონეზე), რომელიც მიმართულია განვითარებასა და ახალი მიდგომების დანერგვაზე თითოეული ორგანიზაციის სპეციფიკის გათვალისწინებით. .

 ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება

პარტნიორობა თანამშრომლობისათვის მოიცავს სულ მცირე სამ სხვადასხვა ორგანიზაციას სამი ასოცირებული (პროგრამის) ქვეყნიდან.

აპლიკანტები

ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც დაფუძლებულია ასოცირებულ (პროგრამის) ქვეყანაში შეუძლია განაცხადის გაკეთება. ორგანიზაციას განაცხადი შეაქვს პროექტში მონაწილე ყველა ორგანიზაციის სახელით.  

სხვა მონაწილე ორგანიზაციები

ნებისნიერ საჯარო ან კერძო ორგანიზაციას ასოცირებული (პროგრამის) და ან არაასოცირებული (პარტნიორი) ქვეყნიდან შეუძლია მონაწილეობის მიღება პროექტში. თუმცა ორგანიზაციებს  არაასოცირებული (პარტნიორი) ქვეყნიდან არ შეუძლიათ იყვნენ პროექტის კოორდინატორები.

მხარდამჭერი პოლიტიკა

პარტნიორობა თანამშრომლობისათვის დაკავშირებულია Erasmus+ პროგრამის როგორც ზოგად პრიორიტეტებთან, ასევე სპეციფიურ პრიორიტეტებთან ახალგაზრდობის მიმართულებით.

Erasmus+ ჰორიზონტალური პრიორიტეტები

  • ინკლუზია და მრავალფეროვნება
  • გარემო და ბრძოლა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ
  • ციფრული განვითარების მხარდაჭერა, ციფრული მზაობის, მდგრადობისა და შესაძლებლობების გაძლიერების საშუალებით
  • საერთო ღირებულებები, სამოქალაქო ჩართულობა და მონაწილეობა

სპეციფიური პრიორიტეტები ახალგაზრობის მიმართულებით

  • აქტიური მოქალაქოების, ახალგაზრდების ინიციატივისა და მეწარმეობის, სოციალური მეწარმეობის ჩათვლით, უნარების განვითარება
  • ახალგაზრდების მუშაობის ხარისხის ამაღლების, ინოვაციური მიდგომისა და აღიარების ხელშეწყობა
  • ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაძლიერება
  • პოლიტიკას, კვლევასა და პრაქტიკას შორის კავშირის გაძლიერება.

სოლიდარობის ევროპული კორპუსი

სოლიდარობის ევროპული კორპუსი არის ევროკავშირის ახალგაზრდული მოხალისეობის  პროგრამა, რომლის მიზანია მოხალისეობის საშუალებით სოლიდარობის, როგორც ღირებულების წახალისება, ახალგაზრდებისა და ორგანიზაციების ჩართვა სოლიდარობის აქტივობებში რათა ხელი შეუწყოს ერთიანობის, სოლიდარობის, დემოკრატიისა და მოქალაქეობრიობის განვითარებას ევროპაში.

სოლიდარობის ევროპული კორპუსის მხრიდან დაფინანსება გაიცემა ორგანიზაციებზე გრანტების საშუალებით, კონკურსის საფუძველზე.   

ახალგაზრდები (18-30 წელი), ვისაც სურს ამ ტიპის აქტივობებში ჩართვა, უნდა დარეგისტრირდნენ სოლიდარობის ევროპული კორპუსის პორტალზე. რეგსიტრაციისას პიროვნების შესახებ ინფორმაცია გათავსდება სოლიდარობის კორპუსის მონაცემთა ბაზაში და ორგანიზაციებს შეეძლებათ ახალგაზრდების მოძიება მათ პროექტებში ჩასართავად. პორტალი აკავშირებს ახალგაზრდებსა და ორგანიზაციებს და საშუალებას აძლევს განახორციელონ ერთობლივი აქტივობები და პროექტები.

ძირითადი აქტივობები:

  • მოხალისეობა
  • სტაჟირება
  • დასაქმება
  • სოლიდარობის ადგილობრივი პროექტები

შესაძლებელია ფართო სპექტრის მიმართულებების მოცვა - განათლება და მომზადება, მოქალაქეობა და დემოკრატიული ჩართულობა, გარემო და ბუნების დაცვა, მიგრაცია, კულტურა და სხვა მრავალი.

მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://europa.eu/youth/solidarity_en

ვირტუალური გაცვლები უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში

გაიგე მეტი

Erasmus+ პროგრამის გზამკვლევი წარმოადგენს ინფორმაციის ძირითად წყაროს ახალგაზრდობის სფეროს აქტივობების შესახებ. გზამკვლევი მოიცავს დეტალურ ინფორმაციას დაშვების/მონაწილეობის პირობების, პრიორიტეტების, კრიტერიუმების, დაფინანსების წესებისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.