Online ლექცია "ევროპის დღეები 2020"-ის ფარგლებში
30
2020
მაისი

Online ლექცია "ევროპის დღეები 2020"-ის ფარგლებში

28 მაისს, საქართველოში მიმდინარე "ევროპის დღეები 2020"-ის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 90-მდე სტუდენტისთვის National Erasmus+ Office Georgia კოორდინატორის, ლიკა ღლონტის ონლაინ ლექცია გაიმართა.

ონლაინ ფორმატში ლიკა ღლონტმა დეტალურად ისაუბრა ევროკავშირის პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გახსნილ შესაძლებლობებზე, პროგრამაში ჩართვის გზებზე, არსებულ გამოცდილებასა და იმ ხელშესახებ შედეგებზე, რაც პროგრამის ფარგლებში იქნა მიღწეული. მომხსენებელმა განათლების მიღების მნიშვნელობასთან ერთად, ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებისთვის ევროპული კულტურის და ცხოვრების წესის გაცნობის შესაძლებლობაზე, რასაც მათ პროგრამა აძლევს. 

https://www.facebook.com/EUNATOinfo/photos/a.136829599824003/1501780509995565/?type=3&theater