საინფორმაციო ღონისძიება - Marie Skłodowska-Curie (MSCA) აქტივობები
24
2021
მარტი

საინფორმაციო ღონისძიება - Marie Skłodowska-Curie (MSCA) აქტივობები

ამა წლის 23 მარტს ევროკომისიის ორგანიზებით გაიმართა ვირტუალური საინფორმაციო ღონისძიება Marie Skłodowska-Curie (MSCA) აქტივობების შესახებ. MSCA ეს არის ევროკავშირის წამყვანი პროგრამა მეცნიერების მხარდაჭერის კუთხით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ Marie Skłodowska-Curie-ის პროგრამა განაგრძობს მკვლევრებისა და ორგანიზაციების ხელშეწყობას Horizon Europe-ის ქუდ ქვეშ და ახალი პროგრამა 2021-2027 წლებს მოიცავს. 

ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო 2021 წლის კონკურსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება პოტენციური აპლიკანტებისა და დაინტერესებული პირებისათვის. შეხვედრაზე დეტალურად იყო განხილული Marie Skłodowska-Curie-ის ცალკეული აქტივობების (Doctoral Networks, Postdoctoral Fellowships, Staff Exchanges, COFUND, MSCA & Citizens) მიზნები, სააპლიკაციო მოთხოვნები, ვადები, პროცედურები და ცვლილებები, რომლებიც შეეხო პროგრამას 2021 წელს. 

2021 წლის კონკურსთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, სახელმძვანელო და შესაბამისი დოკუმენტები გამოქვეყნდება პროგრამის ვებ გვერდზე - https://ec.europa.eu/research/mariecurieactions/ 

ღონისძიების ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომია აქ.