Jean Monnet დისკუსია
15
2021
ოქტომბერი

Jean Monnet დისკუსია

15 ოქტომებრს ერაზმუსის დღეების ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა Erasmus+ ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებულ დისკუსიას "როგორ ვასწავლოთ და ვიკვლიოთ ევროკავშირი?".

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ჟან მონეს პროექტების ბენეფიციარებმა თბილისის, გორისა და ბათუმის ცხრა უნივერსიტეტიდან, ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან და ორი ასოციაციიდან. დისკუსია გახსნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ბატონმა კარლ ჰარცელმა.

ჟან მონეს დისკუსია უკვე ტრადიციულ სახსეს იღებს - პირველი მსგავსი შეხვედრა 2019 წელს, ასევე კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა და მომდევნო ღონისძიებაც უკვე 2023 წელისათვის დაიგეგმა.

ფოტოების სანახავად ეწვიეთ ბმულს

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა