პროექტ Faboto+ ის ფარგლებში შემუშავებული მასალები
08
2021
ნოემბერი

პროექტ Faboto+ ის ფარგლებში შემუშავებული მასალები

Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისი 2019 წლიდან ჩართული იყო პროექტ FaBoTo+ (Facilitating the Use of Bologna Tools for Higher Education Institutions and Quality Assurance Organisations)-ს განხორციელებაში. პროექტი მიზნად ისახავს „ბოლონიის ინსტრუმენტების გამოყენების ხელშეწყობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და ხარისხის უზრუნველყოფის ორგანიზაციებისთვის“. 

FaBoTo+ თანადაფინანსებულია Erasmus+ Key Action 3 (ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მხარდაჭერა)-ის ფარგლებში.

პროექტ FaBoTo+ (Facilitating the Use of Bologna Tools for Higher Education Institutions and Quality Assurance Organisations)-ს მიერ შემუშავებული მასალები და დოკუმენტები იხილეთ ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში:

- განახლებული გზამკვლევი - The guide Joint programmes from A to Z პერსონალის, კოორდინატორების და ერთობლივ პროგრამებით დაინტერესებული პირებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. გზამკვლევვის განახლებული ვერსია განსაკუთრებით გამოსადეგი ინსტრუმენტი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ  Erasmus+ ფონდები უკვე ხელმისაწვდომია ერთობლივი პროგრამების (EM დიზაინი ღონისძიებები) შემუშავების კუთხითაც.  Publicatie | Joint programmes from A to Z | Erasmus+ (erasmusplus.nl)

- პროექტის საბოლოო ანგარიში და პრეზენტაციები ერთობლივი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული მიდგომის ხელშეწყობისთვის. ჩამოტვირთეთ თანდართული ფაილებიდან About FaBoTo+ | Erasmus+ (erasmusplus.nl)

- ბროშურა "ECTS კურსების კატალოგი პრაქტიკაში" ინგლისურ ენაზე, მათთვის ვინც ECTS მოთხოვნების შესაბამისობით ცდილობს კურსების კატალოგის შემუშავებას. ჩამოტვირთეთ თანდართული ფაილებიდან About FaBoTo+ | Erasmus+ (erasmusplus.nl)

- პროექტის ფარგლებში შემუშავებული მემორანდუმის დოკუმენტი - Modernisation of higher education in a European context in 2021