გამოცდილების გაზიარება სომეხ კოლეგებთან
02
2020
თებერვალი

გამოცდილების გაზიარება სომეხ კოლეგებთან

„საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო“-ს ინიციატივით და ამერიკული ფონდის „ეროვნული ძალისხმევა დემოკრატიისთვის“ (NED) ფინანსური ხელშეწყობით თბილისში ჩატარდა სამდღიანი (31.01-2.02.2020) სემინარი სომხეთის აღმასრულებელი და საკანონმებლო ხელისუფლების, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისა და სფეროში მომუშავე ექსპერტებისთვის განათლების საკითხებზე. სემინარის მიზანი იყო საქართველოში განხორციელებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება.

სომხეთის მხრიდან სემინარში მონაწილეობდა 22 პირი, ხოლო საქართველოდან - 11 მომხსენებელი, მათ შორის Erasmus+ ეროვნული ოფისის კოორდინატორი ლიკა ღლონტი (სადოქტორო განათლება და აკადემიური კეთილსინდისიერება) და უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტები ირინე დარჩია (უმაღლესი განათოლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები საქართველოში; სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების ინტეგრაცია) და თამარ სანიკიძე (ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა საქართველოში).  იხილეთ ფოტო გალერეა