გამოცდილების გაზიარება სომეხი კოლეგებისთვის
12
2021
აპრილი

გამოცდილების გაზიარება სომეხი კოლეგებისთვის

ამა წლის 8-9 აპრილს სომხეთის Erasmus+ ეროვნულმა ოფისმა გამართა საინფორმაციო ვებინარები ახლად გამოცხადებულ კონკურსებთან დაკავშირებით. ღონისძიებაზე სტუმრები მოწვეულნი იყვნენ საქართველოდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან გამოცდილების გაცვლის, ახალი კონტაქტების დამყარების და თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად. 

ჩვენ ვამაყობთ რომ ქართველმა მონაწილეებმა წარადგინეს პრეზენტაციები EMJM და Jean Monnet პროექტების თაობაზე, ამ მხრივ ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის იდეას. 

ღონისძიების ქართველი მონაწილეები:

სალომე ბილანიშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) - წარმატების ისტორია: "IMCEERES-Erasmus Mundus Joint Master Degree"

ეკა ქარდავა (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი / კავკასიის უნივერსიტეტი) - ჟან მონეს მოდულები: გამოცდილების გაზიარება

ირინე ქურდაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) - ჟან მონეს კათედრა: გამოცდილების გაზიარება


დეტალებისთვის იხილეთ  ჩანაწერები:

https://www.youtube.com/watch?v=6uNa1zY6aEk

https://www.youtube.com/watch?v=9PIv-oE40ZE&t=10400s