5 მაისი - ევროპის დღე
08
2019
მაისი

5 მაისი - ევროპის დღე

5 მაისს თბილისში რიყის პარკში ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. Erasmus+ ეროვნული ოფისი ჩვეულებისამებრ წარმოდგენილი იყო საინფორმაციო სტენდის სახით. ევროპის დღეები - ღონისძიებათა სერიაა, რომელიც ყოველწლიურად მაისის დასაწყისში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში იმართება. ევროპის დღეების ორგანიზატორია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.