Erasmus+ vs Covid19
06
2020
ივნისი

Erasmus+ vs Covid19

Erasmus+ ეროვნულმა ოფისმა ჩაატარა საქართველოს უნივერსიტეტების ბლიც-გამოკითხვა არსებული პანდემიის პირობებში პროექტების განხორციელების თაობაზე. როგორც ირკვევა, მიუხედავად მიმდინარე სირთულეებისა (გადადებული მივლინებები, დაგვიანებული შესყიდვები და ა.შ.), Erasmus+მა უდიდესი დადებითი გავლენა იქონია კარანტინის დროს დისტანციური სწავლების დანერგვაში.

საქართველოს უნივერსიტეტების 79% აცხადებს, რომ პანდემიის დროს online სწავლებაზე გადასვლაში Erasmus+ პროექტები დაეხმარა, კერძოდ:

- პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაში;

- პროექტის ბიუჯეტით შეძენილი ტექნიკური აღჭურვილობა.