Erasmus+ საკოორდინაციო შეხვედრა
23
2019
სექტემბერი

Erasmus+ საკოორდინაციო შეხვედრა

20 - 21 სექტემბერს, შეკვეთილში გაიმართა Erasmus+ საკოორდინაციო შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი იქნა 2018-2019 წლების საქმიანობის შემაჯამებელი მონაცემები. ღონისძიებაზე ასევე განხილული იქნა სამომავლო მიმართულებები და გეგემები. შეხვედრას ესწრებოდნენ: უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტები (HERE), საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები.