ექსპერტების პროექტი უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციაზე
05
2021
აპრილი

ექსპერტების პროექტი უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციაზე

Erasmus+ ეროვნული ოფისი და უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტები იწყებენ ახალ პროექტს, რომლის მიზანიცაა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თაობაზე მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავება. ეს რეკომენდაციები განათლების სტრატეგიის ძირითადი დოკუმენტის შემადგენელი ნაწილი გახდება.