NEO/HERE კონსულტაციები
22
2021
ივნისი

NEO/HERE კონსულტაციები

23 ივნისს ჩატარდა შეხვედრა წამყვან სახელოვნებო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი) უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემაში მოსალოდნელი ცვლილებების განხილვის მიზნით. შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელი წარადგინა ოფისის კოორდინატორმა, ლიკა ღლონტმა ექსპერტ ირინე დარჩიას მიერ მომზადებული მასალის საფუძველზე.

NEO/HERE გუნდი ტრადიციულად სთავაზობს უნივერსიტეტებს კონსულტაციებს არა მარტო Erasmus+ საკითხებთან დაკავშირებით, არამედ უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობაზეც.