უმაღლესი განათლების ექსპერთა შეხვედრა პრაღაში
25
2019
დეკემბერი

უმაღლესი განათლების ექსპერთა შეხვედრა პრაღაში

ამა წლის 12-13 დეკემბერს პრაღაში გაიმართა უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა ყოველწლიური კონფერენცია, რომელსაც ჩარლზის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიება მიეძღვნა სოციალური ინკლუზიის თემატიკას. ქართული დელეგაცია წარმოდგენილი იყო უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტებისგან - ქეთევან გურჩიანი, თამარ სანიკიძე და ირინე დარჩია. Erasmus+ ის ოფისს წარმოადგენდა ნინო ურუშაძე. თამარ სანიკიძე მონაწილეობდა პანელურ დისკუსიაში უმაღლეს განათლებაში სოციალური ჩართულობის სტრატეგიების თაობაზე.