TAM სემინარი  პლაგიატის შესახებ
04
2016
მარტი

TAM სემინარი პლაგიატის შესახებ

პლაგიატის პროექტის ფარგლებში ამა წლის 3 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა პროფესორ ტასილო შმიტის, რომელმაც 14 უმაღლესი სასწავლებლის 25 წარმომადგენელს წარუდგინა პრეზენტაცია  გერმანიის აკადემიიურ სივრცეში პლაგიატის არსებული მიდგომების შესახებ.

4 მარტს პროექტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით, სადაც ქეთევან გურჩიანის პრეზენტაცია იქნა წარმოდგენილი საქართველოში არსებული სიტუაციის მიმოხილვით.

 პროექტი მიმდინარეობს "ღია საზოგადოება საქართველოსა" და Erasmus+ პროგრამის დაფინანსებით, რომლის მიზანია საქართველოს აკადემიურ სივრცეში პლაგიატის პრობლემატიკის კვლევა და მისი პრევენციისა და პლაგიატთან ბრძოლის მეთოდების რეკომენდაციების შემუშავება.