TAM სემინარი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაზე
02
2016
მარტი

TAM სემინარი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაზე

29 თებერვალს განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრს გერმანიის აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი რაინჰოლდ რ. გრიმი ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა. სტუმრობის მიზანი გერმანული გამოცდილების გაზიარებაა.

ლექციაზე პროფესორმა გრიმმა ისაუბრა გერმანიაში ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების, ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ. მან ლექციის დამსწრეებს გააცნო სადოქტორო, რეგულირებად და ერთობლივ პროგრამებთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნები. ასევე აკრედიტაციის სახეები (პირობითი აკრედიტაცია) და მისი მომდევნო პროცედურები. ბოლო სესიაზე პროფესორმა გრიმმა ისაუბრა აკრედიტაციის ექსპერტების დანიშვნის პროცედურების ექსპერტთა ტრენინგებისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.

ლექცია Erasmus + საქართველოს ეროვნული ოფისის მხარდაჭერით ტარდება. სემინარს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებიან.

პრეზენტაცია

 
ხარისხის სამსახური გერმანულ გამოცდილებას იზიარებს

საქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი რაინჰოლდ რ. გრიმი იმყოფება. პროფესორმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრში რამდენიმე შეხვედრა გამართა და იმ პერსპექტივებსა და სიახლეებზე ისაუბრა, რასაც გერმანიის აკრედიტაციის ახალი მოდელი ითავლისწინებს. ქართველი კოლეგებისთვის გერმანული გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ანალოგიური ცვლილებები იგეგმება ქართულ მოდელშიც. შეხვედრების ფარგლებში, პროფესორმა გრიმმა ისაუბრა გერმანიაში ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების, ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ. მან ქართველ კოლეგებს გააცნო სადოქტორო, რეგულირებად და ერთობლივ პროგრამებთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნები. ასევე აკრედიტაციის სახეები (პირობითი აკრედიტაცია) და მისი მომდევნო პროცედურები. პროფესორმა გრიმმა ასევე ისაუბრა აკრედიტაციის ექსპერტების დანიშვნის პროცედურების, ექსპერტთა ტრენინგებისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.

Posted by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო on Tuesday, 1 March 2016