FB ვებინარი - Erasmus+ კონკურსი 2021 "Erasmus Mundus Actions"
23
2021
აპრილი

FB ვებინარი - Erasmus+ კონკურსი 2021 "Erasmus Mundus Actions"

23 აპრილს გაიმართა FB ვებინარი 2021 წლის კონკურსის "Erasmus Mundus Actions" შესახებ. ვებინარი განკუთვნილი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის, რომლებსაც სურთ Erasmus Mundus Joint Master & Erasmus Mundus Design Measures კონკურსის ფარგლებში პროექტების წარდგენა. 

ვებინარის პირველი ნაწილი დაეთმო 2021 წლის კონკურსის მოთხოვნებისა და პროცედურების შესახებ პრეზენტაციებს, ხოლო მეორე ნაწილში ქართველი და უკრაინელი კოლეგების მიერ წარმოდგენილი იყო მათი გამოცდილება Erasmus+ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებში მონაწილეობის შესახებ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ რეგიონის ეროვნული ოფისების წარმომადგენლები და ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორები, საქართველოს მხრიდან პრეზენტაცია წარადგინა სალომე ბილანიშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
ვებინარის ჩანაწერი - ნაწილი 1ნაწილი 2
ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია - ევროკავშირის საგრანტო პროგრამებით დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისთვის