საკოორდინაციო შეხვედრა
16
2021
სექტემბერი

საკოორდინაციო შეხვედრა

16-17 სექტემბერს Erasmus+ ეროვნული ოფისის ორგანიზებით გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა, რომლის მიზანი ეროვნული ოფისისა და უმაღლესი განათლების ექსპერტების მიერ შემუშავებული დოკუმენტის - "რეკომენდაციები უმაღლესი განათლების და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციისათვის" და ასევე Erasmus+ სამომავლო გეგმების განხილვა იყო. შეხვედრას ესწრებოდნენ უმაღლესი განათლების ექსპერტები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ევროკავშირის დელეგაციის წარმოამდგენლები.