2020 გაცვლითი სასტიპენდიო პროგრამების შედეგები
14
2020
ოქტომბერი

2020 გაცვლითი სასტიპენდიო პროგრამების შედეგები

Erasmus+ გაცვლითი სასტიპენდიო პროგრამების შედეგებმა აჩვენა საქართველოსთვის გამოყოფილი სტიპენდიების მკვეთრი ზრდა, რაც ევროკომისიის მიერ გამოყოფილი დაფინანსების სპეციფიკური ფანჯრითაა განპირობებული. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ბიუჯეტის 24.61% მოხმარდა საქართველოს, რაც 2024 სტიპენდიას ფარავს. დამატებითი დაფინანსების წყალობით ამას დაემატა კიდევ 864 სტიპენდია, ანუ ჯამში 2888 მობილობის დაფინანსება (1754 სტუდენტი და პროფესორი საქართველოდან შეძლებს ევროპის უნივერსიტეტებში წასვლას, ხოლო საქართველო უმასპინძლებს 1134 სტუდენტსა და პროფესორს ევროპიდან). ამ მონაცემებით საქართველო 138 პარტნიორ ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა. დამატებითი დაფინანსება საქართველოს გარდა მოლდოვამ და უკრაინამაც მიიღო და აღმოსავლეთ პარტნიორობის ამ სამ ქვეყანაში ჯამურად მობილობა 41%-ით გაიზარდა.