უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა საკოორდინაციო შეხვედრა
11
2020
თებერვალი

უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა საკოორდინაციო შეხვედრა

12 თებერვალს Erasmus+ ეროვნულმა ოფისმა უმასპინძლა უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა გუნდის საკოორდინაციო შეხვედრას. შეხვედრაზე განხილული იქნა ექსპერტთა 2020 წლის სამოქმედო გეგმა, საინფორმაციო ღონისძიებების გრაფიკი, ექსპერტთა მონაწილეობა საერთაშორისო ღონისძიებებში, და სხვა მიმდინარე საკითხები. 

ასევე დაიგეგმა ბოლონიის პროცესში საქართველოს მონაწილეობის 15 წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელიც 2020 წლის ზაფხულში უნდა ჩატარდეს.