Erasmus+ საინფორმაციო სემინარები გორში
27
2019
სექტემბერი

Erasmus+ საინფორმაციო სემინარები გორში

Erasmus+ ეროვნულმა ოფისმა საშემოდგომო, წინასაკონკურსო, საინფორმაციო სემინარების ციკლი რეგიონულ უნივერსიტეტებში ვიზიტით დაიწყო. პირველ სემინარს, 26 სექტემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივრსიტეტმა უმასპინძლა. საინფორმაციო დღე მოიცავდა შეხვედრას გორის უნივერსიტეტის პერსონალთან Erasmus+ პროგრამების (CBHE, Jean Monnet, ICM) კონკურსებისა და მოთხოვნების შესახებ. განხილული იყო გორის უნივერსიტეტის Erasmus+ კონკურსებში მონაწილეობის პერსპექტივები და სამომავლო თანამშომლობის გეგმები. ასევე ჩატარდა საინფორმაციო სემინარი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების (JMD) შესახებ რეგიონის სტუდენტებისა და პოტენციური აპლიკანტებისათვის.