Erasmus+ სემინარის შედეგები
02
2020
ივნისი

Erasmus+ სემინარის შედეგები

3 ივნისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და უკრაინის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მოხარული ვართ, რომ ამ საერთაშორისო თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა Erasmus+ სემინარის დროს ბათუმში 2019 წლის სექტემბერში. მაშინ საქართელოს, უკრაინის, სომხეთისა და ყაზახეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლები განიხილავდნენ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ეფექტურობას და გავლენას უმაღლესი განათლების რეფორმაზე.