საინფორმაციო სემინარი "ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები (EMJMD) & Jean Monnet Actions"
07
2020
დეკემბერი

საინფორმაციო სემინარი "ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები (EMJMD) & Jean Monnet Actions"

Erasmus+ ეროვნულმა ოფისმა დაიწყო საინფორმაციო სემინარების სერია Erasmus+ 2020 წლის საკონკურსო პროგრამების შესახებ. პირველი ზოგადი ხასიათის საინფორმაციო სემინარი გაიმართა 8 დეკემბერს და მიეძღვნა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების (EMJMD) და Jean Monnet აქტივობების კონკურსის ზოგად მიზნებს, ამოცანებსა და პირობებს. სემინარზე ყურადღება გამახვილდა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების კონკურსის პირობებსა და შესაძლებლობებზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. მომდევნო ორი სემინარი სრულად დაეთმობა Jean Monnet აქტივობების კონკურსის მიმოხილვას. 

პრეზენტაცია

სემინარის ვიდეო ჩანაწერი