CBHE პროექტების საკოორდინაციო შეხვედრები
01
2021
თებერვალი

CBHE პროექტების საკოორდინაციო შეხვედრები

2020 წელს 16 ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მონაწილეობით 7 ინსტიტუციური განვითარების (CBHE) პროექტი დაფინანსდა, საიდანაც სამი პროექტის კოოდინატორი ქართული უნივერსიტეტია.

ევროკავშირის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის „Erasmus+ CBHE პროექტები 2021“ ფარგლებში  ახლადდაფინანსებული პროექტების საკოორდინაციო შეხვედრების სერია ჩატარდა. შვიდ ორმხრივ შეხვედრაში გამარჯვებული პროექტების წარმომადგენელი ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები იღებდნენ მონაწილეობას, სადაც პროექტების მართვის საკითხები იქნა განხილული.