ABC პროექტი როგორც საუკეთესო პრაქტიკა
27
2021
იანვარი

ABC პროექტი როგორც საუკეთესო პრაქტიკა

Erasmus+ პროექტი ”ABC – Assisting Better Communication” წარმოდგენილი იყო როგორც საუკეთესო პრაქტიკისა და წარმატების  მაგალითი ევროკავშირის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე. ABC პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით განხორციელდა და მიზნად ისახავდა კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის პროფესიისა და აკადემიური პროგრამების შექმნასა და განვიტრებას. პროექტის ფარგლებში მომზადდა და განვითარდა საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აკადემიური კურსები და პროგრამები, შესაბამისი, სწავლების ინოვაციურ მეთოდებზე დაფუძნებული მასალით.