რეგიონული შეხვედრა - Erasmus+ for VET
17
2021
სექტემბერი

რეგიონული შეხვედრა - Erasmus+ for VET

ამა წლის 14 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრას აჭარის ადგილობრივ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. ღონისძიება ორგანიზებული იყო Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ და ეძღვნებოდა Erasmus+ პროგრამაში პროფესიული განათლების (VET) მიმართულებით ახალი შესაძლებლობების გახსნას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცისთვის. ადგილობრივი დაწესებულებების მხრიდან გამოიკვეთა მაღალი ინტერესი პროფესიული პროგრამების განვითარების კუთხით. პროგრამის დეტალური აღწერა და განაცხადების შეტანის ვადები გამოქვეყნდება 2021 წლის ბოლომდე.