შეხვედრები უნივერსიტეტებში
13
2021
ივლისი

შეხვედრები უნივერსიტეტებში

ივნისსა და ივლისში Erasmus+ ეროვნულმა ოფისმა გამართა რამდენიმე ინდივიდუალური შეხვედრა უნივერსიტეტებთან ქუთაისსა და თბილისში. განიხილებოდა ახალბედა უნივერსიტეტების პროგრამაში მონაწილეობის საკითხები (ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი) და პროგრამის მეშვეობით აფხაზ კოლეგებთან თანამშრომლობის ხელშეწყობის შესაძლებლობები (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი). ინდივიდუალური შეხვედრები სექტემბრიდან გაგრძელდება.